top of page

გიორგი გურჯიევი: შემეცნების იმედად ყოფნა ძალაა, გრძნობების იმედი მონობა,სხეულის იმედი კი ავადმყოფობა


გიორგი გურჯიევი


შეუძლებელია მიხვდე, რომელია მცდარი გზა, თუკი თავდაპირველად არ შეიცნობ სწორ გზას.

ყოველდღიურობაში ჩვენ ხშირად ზედმეტ, უსარგებლო რამეებზე ვსაუბრობთ. რომ შევამციროთ ჩვენი საუბრის ხანგრძლივობა და მხოლოდ სასარგებლო რამეები ვთქვათ, ძირითადად ჩუმად მოგვიწევს ყოფნა. იგივე ეხება ძილს, ჭამას და სხვა ხორციელ სიამოვნებებს. ადამიანის ევოლუცია ეს იგივე შემეცნების ევოლუციაა.


შეუძლებელია ადამიანის პიროვნული “მე” იყოს მუდმივი. ის ყოველ წუთს იცვლება მისი ფიქრების, აზრების, ქცევების, განწყობის გამო. ადამიანებს აქვთ ილუზია, რომ ჩამოყალიბებული, უცვლელი პიროვნებები არიან, მაგრამ რეალურად მათი “მე” ყოველდღე იცვლება და ახლდება. ჩვენ ისიც კი არ ვართ, რაც ვიყავით თუნდაც ნახევარი საათის წინ.


საკუთარი თავის შეცნობის გარეშე ადამიანი ვერ გათავისუფლდება, ვერ იქნება საკუთარი თავის მმართველი (ანუ თავის-უფალი) და სამუდამოდ მონად დარჩება.

შემეცნების ერთგულება თავისუფლებაა, გრძნობების ერთგულება სისუსტე, სხეულის ერთგულება კი სისულელე.

შემეცნების იმედად ყოფნა ძალაა, გძნობების იმედი მონობა, სხეულის იმედი კი ავადმყოფობა. რწმენას ადამიანს ვერ მისცემ, ის თავისთავად უნდა აღმოცენდეს სწავლისა და შემეცნების ხარჯზე. ცოდნა და შეცნობა სხვადასხვა რამეა. მხოლოდ შეცნობა გაგიძღვება თავისუფლების არსისკენ, რაშიც ცოდნა მხოლოდ პატარა როლს თამაშობს. ყველა რელიგია საუბრობს სიკვდილზე, რომელიც დედამიწაზე არსებობის დასასრულია, არადა სიკვდილი ხელმეორედ დაბადებამდე უნდა დადგეს. მაგრამ საკითხავია, რა უნდა მოკვდეს? პირველ რიგში, მცდარი აზრები, უსარგებლო ფიქრები და ეგოიზმი. ამის შემდეგ იშვება ხელახლა ადამიანი. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ძალიან რთული მანქანები ვართ, ამიტომ ეგოიზმის მსხვრევა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.


გულწრფელობა ის გასაღებია, რომელიც ახალ სამყაროში გაგიხსნით კარს. სამყაროში, სადაც ბევრ ახალ რამეს აღმოაჩენთ. ნელ-ნელა უნდა მოიშოროთ ის ნიღაბი, რომელსაც ყოველდღე ატარებთ ხალხთან ურთიერთობისას. დაეხმარე მხოლოდ მას, ვინც შორსაა სიზარმაცისგან. პატივი ეცი ყველა რელიგიას. ნუ განსჯი კაცს სხვისი მონათხრობით. ასწავლე სხვას და ისწავლი შენც.

589 views0 comments

Comments


bottom of page