როდესაც ჩემს ცხოვრებაში შავ-ბნელი ხანა იდგა, ბევრი ფიქრისგან შეწუხებული ვიგონებდი ჩემს პირველ მედიტაციას, რომელსაც ჩემი აზრით, ფიქრები უნდა შეეჩერებინა და გასაკვირი შეიძლება იყოს, მაგრამ ამ დროს მედიტაციის მხოლოდ სახელი ვიცოდი და მნიშვნელობა კი არა - ისიც დეკარტედან და ისიც მეტაფიზიკური მედიტაციებიდან.
დავიწყე მადლიერების პრაქტიკები, დავიჯერე, რომ თავად შემეძლო საკუთარი ცხოვრების შექმნა. დიდი დრო გავიდა, სასწაულები მოხდა.
იყო მედიტაციური ტრენინგები, ხალხის მისვლა-მოსვლა, დაახლოება, ბრაზიც, წყენებიც და ძალიან ძალიან დიდი სიყვარული, რეალური მადლიერება და განცდა, რომ მე არ ვარ მხოლოდ ჩემი ზედაპირი და შემიძლია ყოველთვის ვიპოვო საყრდენი, სადაც არაფერი მოძრაობს, სავსე კმაყოფილების გარდა. დროდადრო იკეტები, როცა ყველაფერი კარგადაა არც არაფერი გაინტერესებს, მაგრამ ზოგჯერ გიჟურ, ზოგჯერ კი ნელ დინებაშიც ბევრი რამ აღმოვაჩინე: კანონები, რომელთა მოქმედებაშიც დარწმუნებული ვარ.
ენერგია თუ არ გაქვს, დაივიწყე ყველაფრის გაკეთება, არაფერი გამოგივა.
ელემენტალური რამ რომ გამოგივიდეს, მაგასაც ენერგია უნდა.
ენერგია მაღლდება ქმედებაში და დაბლდება უმოქმედობით. მეტს გასცემ, მეტს მიიღებ
ნებისმიერი რამის კარგად კეთებას, ან განხორციელებას სჭირდება მუდმივი და უწყვეტი ძალისხმევა, თუნდაც მცირედი, მაგრამ ყოველდღიურად.
ყველაფერი ცოცხალია, თუ რამეს ითხოვ ყველაფერს ესმის შენ ირგვლივ და პირველ რიგში შენ გესმის, როცა შენ გესმის იქეთ-აქეთ არ ხტები და გაქვს მიმართულება.
ადამიანებს რომ არ ჰქონდეთ გაფანტული ენერგია, ყველაფერს იმ წამში მიიღებდნენ, რაც მოესურვებათ.
თუ რამე გინდა თანდათანობით აკეთე, ერთ რამეზე კონცენტრირდი და არასოდეს არ დაუშვა სხვა მიზანი მასთან ერთად და სხვა ფიქრი მის წინაღმდეგ.
ზუსტად იცოდე რა გინდა
დაელოდე და გქონდეს რწმენა, რომ საუკუნეც რომ ელოდო, საუკუნეს პლიუს მეერთე დღეს მოხდება ის რაც მოსახდენია
იგრძენი, რომ რაც გინდა, შენი გულის სურვილია, თუ გულის სურვილი არაა, დროსთან ერთად წავა და ვეღარ დაეწევი
იგრძენი, რომ სამყაროს დაყავხარ შენთვის შექმნილი სურათით, ხანდახან შენც არ იცი ისე, ხანდახან მისი სურათი შენს სურათზე უფრო დიდი და მრავლისმომცველია, ენდე და იცოდე, რომ მასში მაინც იქნება ის შეგრძნებები, რომლებიც გინდა
ბედნიერი იყავი ლოდინშიც რადგან ეს ახლაა. აიყვანე ენერგია მაღლა და ეგ გაგხდის ბედნიერს, შენც არ იცი როგორ.
და როცა ბედნიერი ხარ, არაფერი გინდა, ყველაფერი გაქვს და ყველაფერი შენკენ მოდის, იმიტომ რომ ყველა ინტერესდება, ყველას უნდა ყველას აინტერესებ შენ, ვიღაც პატარა არსებას საიდან გაქვს ამდენი რამ. <3
გჯეროდეთ, რომ გულის სურვილები ხდება და არსებობს უდიდესი ინტელექტი, ძალა, ენერგია, რომელიც აკეთებს ყველაფერს შენს სულში აღბეჭდილი სურათის განსახორციელებლად, რომ იყო ის, ვისად ყოფნის პოტენციალიც გაქვს.
საბოლოოდ იქ ხარ, სადაც ყველა მინდა ასრულებულია და არაფერს ამის გამო მნიშვნელობა აღარ აქვს. შეგიძლია გაუნძრევლად იჯდე, შენი არსების სურნელებაში ჩაფლული და უკიდეგანოდ ბედნიერი, რაღაც მისტიური უსასრულობის გამო.
ყველაფერი იცვლება წამიერად და არაფერია შორს. თუ შექმნი შესაფერის გარემოს, შენი ენერგია მომენტალურად ტრანსფორმირდება ექსტაზში.
ენერგია ბადებს ყველა ენთუზიაზმს, ის გაძლევს ყველა იმედს, რომ ყველაფერი ხდება ისე როგორც უნდა მოხდეს და შენ გაქვს ძალა, რომ წკაპ და ყველაფერი შეიცვალოს.
რასაც გასხივოსნებულები ამბობენ, სულ მცირე, რომ სხვა ცხოვრება შესაძლებელია აქ - მართალია!
ავტორი: ლილა
Commentaires