ბავშვობაში სულ ერთი ფაქტი მაკვირვებდა, როცა დედა საჭმელს გააკეთებდა, აღმოჩნდებოდა რომ ბებიამაც იგივე გააკეთა, ჩვენმა მეზობელმა ნანამაც და კარის მეზობელმაც. მიკვირდა როგორ ემთხვეოდა.
ისევ ვაკვირდები, ადამიანთა დიდი ნაწილი ერთდორულად სევდიანდება, ერთდროულად უხარიათ. შემოქრიალდება რომელიმე განწყობა და მოედება თითქოს ყველას და ყველაფერს.
ეს დღეები ბევრი ადამიანი მომეჩვენა სევდიანი და ინტერვიუს წევრებს ვკითხე: "გაიხსენეთ საუკეთესო სიტყვები თქვენს ცხოვრებაში რამაც შვება მოგგვარათ, რაც ჩაგრჩათ გულში, რამაც გადალახვა გაიძულათ."
იხილეთ 17 ფრაზა 17 წევრისგან, რაც გაგრძნობინებთ რომ მარტო არ ხართ, იქნებ ცოტა შვებაც მოგგვაროთ.
Khatia "გუშინდელზე უფრო მეტად და ხვალინდელზე ნაკლებად''
სოფო "რა იცი ღმერთმა რას გადაგარჩინა, ან რას გიმზადებს"
Sofi "არ არსებობს - ვერ, არსებობს - არა."
Irinka "ყველაფერი რაღაცისთვის ხდება, რაღაც უკეთესისთვის"
ლიკა "ყველა ადამიანს თავისი წილი ღმერთი გულში ჰყავს." (ბებია)
Shotiko "მაშინ როდესაც შენი გონება მძიმე ნისშლია გახვეული და მზის სხივები ვერაფერს აკლებს მაინც მხოლოდ შენ ხარ ის ადამიანი ვისთანაც მეგობრობა მინდა!"
Lana "შენ რა გგონია სხვებსაც აქვთ უფლება, ჰქონდეთ შენნაირი ცხოვრება? მზე შენთვისაც გამოანათებს თუ ახლა წახვალ სავარჯიშოდ. და დღესაც ვიცი რომ ჩემი მზე ახლოსაა.
Nikoloz "ან ნულია ან ერთია" (რაღაც ან ისე არის როგორ გინდა ან არ არის. რაღაცისთვის ან მოქმედებ ან არ მოქმედებ. რაღაც გამოდის ან არ გამოდის. ყოველთვის მოცემულობებია და მოქმედებები ან არ მოქმედებები. დანარჩენი ყველაფერი სისულეა და მენტალურ ემოციური ონანიზმი :))) )
Shoti "იქნებ შენ ხარ მართალი და არა ისინი"
Shalva "სადაც ეშინიათ ხოლმე, იქ ვპოულობ შველას"
Tinano "არაუშავს ხვალ უკეთესი იქნება"
გრიგოლი " - მაშინ შენ რაღატო გიყვარვარ?
- შენ იმაზე მეტი ხარ ვიდრე შენ გგონია."
Catherine "შენ იცი რომ მათზე ძლიერი ხარ"
Natia “ესეც გაივლის”
Anuki "სულ გეყოლება ვარსკვლავები რომლებიც იცინიან"
ალექსანდრე "ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა"
ბექა "ექსპერიმენტატორს უნდა ჰქონდეს იმის უნარი, რომ ყველაფერს შეელიოს და ახალ ექსპერიმენტებზე იფიქროს."
Comentários