top of page

წვიმაც იწვიმებს ცრემლად

წვიმაც იწვიმებს ცრემლად


ტკაც-ტკუც, ტკაც-ტკუც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ბუხარში მოგიზგიზე ნაპერწკლები. ბუხრის წინ, ორი ხანშიშესული ცოლ-ქმარი იჯდა, კონწიალა სკამში, ქალს შალის პლედი მოეცვა და ქსოვდა.


კაცი მობუზღული სახით ჩაჰკირკიტებდა გაზეთს, აშკარად პოლიტიკაზე კითხულობდა თან გმინავდა, ესენი არც იმის ღირსნი არიან ამ გაზეთში რომ გამოაჩინო, უნამუსო ღორები. კარგი სპენსერ, ნუღარ იშლი ნერვებს ამათ გამო, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება ხომ გახსოვს რაც გითხარა მის ჯონსმა.

- მის ჯონსს უჯობს, რამე ისეთი წამალი მომცეს, რომ მალე დაგთან გოლფის თამაში შევძლო.

- ჰმ, კიდევ დაგს ახსენებ, მის გამო ხარ ამ მდგომარეობაში, თქვენმა ბავშურმა შეჯიბრებამ გამოიღო ეს შედეგი. მაინც მოვუგებ, მაინც! აბუზღუნდა სპენსერი და ბუხარში დიდი მორი ჩაუმატა.

- ჩააქრობ სპენსერ ახლა ამ გიზგიზა ცეცხლს. ქეთრინი, გულმოდგინედ ქსოვდა, მაგრამ რას ჯერ სპენსერისთვისაც გაუგებარი იყო. სპენსერს ნერვები მოეშალა და გაზეთი ცეცხსლ მისცა. სად წავიდა მალული ნეტავ, მალულ, მალულ, წავალ მოვძებნი ალბათ გარეთ გავიდა. მალუულ, აი სად ყოფილხარ შენ. წამოდი გაჭამო. მალულმა ამოირბინა კიბეები და სირბილით შეძვრა სახლში.

- მოდი აქ,ნუღარ იმალები.

- იპოვნე სპენსეერ?

- კი აქ არის. გამაგიჟებს ეს ძაღლი, სულ რომ იმალება, ნეტავ რა ჰგონია, ვინ სდევს. დატუქსა სპენსერმა მალული და ისე გაუმასპინძლდა საჭმლით.

- ქეთრინ მე წავალ, დავწვები, დავისვენებ. აღარ მაქვს არაფის სურვილი. ჰმ, დასძინა ქეთრინმა, ხვალ რა დღეა ნეტავ თუ ახსოვს და მაშინვე შეკითხვა დააწია. - სპეენსერ, ხვალ რას გეგმავ? შეჩერდა სპენსერი, მაგარამ უკან არც მოუხედავს ისე თქვა, არაფერს. ჰაამ, ნაწყენი ხმით დაემშვიდობა ქეთრინი სპენსერს.


ქსოვას მალე დაასრულებდა ქეთრინი, მუქი ნაცრისფერი ძაფით მუშაობდა. ეს ფერი კი სპენსერის საყვარელი ფერია. ქეთრინმა დაასრულა ჯემპრის ქსოვა, სამზარეულოს ბოლო უჯრიდან შესაფუთი ქაღალდი ამოაძვრინა და ლამაზად შეფუთა ჯემპრი. ქეთრინიც წავიდა დასაძინებლად, ფეხაკრეფით შელასლასდა, შუქიც კი არ აანთო ისე, გამოაძვრინა ღამის პერანგი საწოლიდან და მალევე დაწვა დასაძინებლად. ბუხარში ცეცხლმაც კი მიიძინა.


საძინებლის კარი ჭრიალით გაიღო მალულმა, ამოხტა საწოლზე და სიმძიმით დააფრინდა მძინარე ქეთრინსა და სპენსერს. ოო, მალულაა, გადი, მაცადე ძილი, აწუწუნდა ქეთრინი, ოოჰ თამაში გინდაა არა, შენ ოხერო. სპენსერი წამოდგა ხალათი მოიცვა და მალულას კიბეებზე ჩაუყვა. ქეთრინმა თვალი მოჭუტვიით გაახილა, დარაბებს მიღმა მზის სხივები კიაფობდნენ და შემოღწევას ლამობდნენ, წამოდგა ქეთრინი და შემოუშვა ლამაზი მზის სხივები საძინებელში. ბედნიერი იყო, სიხარულით ჩაიარა კიბეები, სპენსერს მოავლო თვალი და ვითომც არაფერი ტელევიზორს უყურებდა ისევ პოლიტიკას მისჩერებოდა. ჰმ,ქეთრინს მოთმინების ფიალა აევსო და სპენსერს შესძახა:

- სპენსერ დღეს მთელი დღე სახლში იქნები?

- ქეთრინ, ძვირფასო სულ გადამავიწყდა მეთქვა შენთვის, ახლა კი ქეთრინმა გაიფიქრაა აჰაამ, მგონი გაახსენდაო. დღეს მის ჯონსმა დაგვიბარა კონსულტაციაზე 7 საათისთვის, ჩემთვის რომ არაფერი უთქვამს. დაღონდა ქეთრინი. მართალი ხარ დამავიწყდა მეთქვა შენთვის. იმედია სხვა გეგმები არ გქონდა დღეს საღამოსთვის.

- არა, ნაწყენი ხმით უპასუხა. და როგორ ძალიან უნდოდა მისი მოქსოვილი ჯემპრის ჩუქება, მაგრამ სიტუაციას ვერ მოერგო. უკვე ხუთ საათს უჩვენებდა კედლის საათი, მალულა მხიარულად იყეფებოდა და დარბოდა ოთახებში, ქეთრინმა კარები გაუღო და გარეთ დატოვა ცოტახნით. წავალ ჩავიცვამ თქვა ქეთრინმა, მეც წამოვალ. ქეთრინმა ვერ მოითმინა და სპენსერს მისცა შეფუთული საჩუქარი,

- რა არის ეს ქეთრინ?

- საახალწლო საჩუქარია, ვერ მოვითმინე და ახლა გჩუქნი. გაეცინა სპენსერს და გახსნა. ძალიან მოეწონა ჯემპრი და ჰკითხა:

- წინააღმდეგი ხომ არ იქნები ეს ჯემპრი დღეს ჩავიცვა თან მის ჯონს ვაჩვენოთ, ნახოს როგორი ლამაზი ჯემპრი მომიქსოვე.


უკვე 6 საათს გადასცდა, ჩვენ შუა ქალქში მივდიოდით მანქანით, სპენსერმა ჩემი საყვარელი მუსიკა ჩართო. სპენსერ რა გზით მიდიხარ, მის ჯონსის კლინიკა მარცხნივ არის, ჩვენ კი მარჯვნივ მივდივართ. ქეთრინ მოითმინე, მალე მივალთ. უცებ სისველე ვიგრძენი სახეზე, ვტიროდი სიხარულისგან, ჩვენ იმ ბართან ვიდექით, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს, სიხარულისგან სულ გადამავიწყდა სპენსერის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ძლიერად ჩავეკარი. - მიყვარხარ ჩემო ძვირფასო ქეთრინ,

- მე უფრო ძვირფასო სპენსერ.

მაგიდაც კი დაუჯავშნია, შევედით თუ არა ის პირველი დღე გამახსენდა, ისეთი პატარები ვიყავით, ისეთ ლაღები და თავქარიანები. წითელი ღვინო, სიყვარულით სავსე თვალები და მათრობელა ამბორი. მას ჩემი ხელი ეჭირა და თბილი სიტყვებით მელამუნებოდა გულზე. ვახშამიც მოგვიტანეს, საოცარი სამზარეულოთი გამორჩეული გახლდათ ბარი ნაილი. მოსწავლეებს ვგავდით, ვკეკლუცობდით და სიყვარულით ვუმზერდით ერთურთს. მუსიკოსებმა ის მუსიკა დაუკრეს, რომელზეც ცეცხლოვანი ცეკვა შევასრულეთ 26 წლის წინ. როგორც მაშინ,მომიახლოვდა სპენსერი გამომიწოდა ხელი და გამიყვანა საცეკვაოდ. ჩვენი გულები ისევ ისე ფეთქავდნენ,როგორც მაშინ, ჩვენ ვირხეოდით როგორც მწველი ცეცხლის ალი, გარშემო კი გაოცებული მაყურებელი შემოკრებილიყო. ჩვენ საოცარი წყვილი ვიყავით, მაგრამ არა, შენ იყავი საოცარი სპენსერ, შენ აკეთებდი ყველაფერს რომ შენს გვერდით მეც საოცრად მეგრძნო თავი. ჩვენ ხელები ჩავკიდეთ და ერთმანეთზე მიხუტებულები გამოვედით ნაილიდან. წვიმა წამოსულა, ჟუჟუნა წვიმა კი ძალიან ლამაზია, ჩვენ მანქანამდე სანამ მივიდოდით, ისევ ავცეკვდით, იმ წვიმის წვეთებს ავეცეკვეთ რომლებიც ასე დაგვთამაშებდნენ თავზე. ისე მომწყურდი,რომ ჩაგეკარი მკლავებში და ღრმად ამოვისუნთქე, ხმა შემეცვალა, როცა ვამბობდი მიყვარხარ სპენსერ, მადლობა სპენსერ რომ ჩემს ცხოვრებაში შენ არსებობ და წონასწორობა დავკარგე, ამ ლამაზ ღამეში მთლად ჩამოღამდა. ს..პ.ე.ე.ე.ნ.ს....ე....რ. ქეთრინი მალევე სასწრაფო დახმარებამ გადაიყვა ემერჯენსში, თუმცა როგორც აღმოჩნდა ქეთრინს გული გაუსკდა, ამდენმა ემოციამ, ერთდროულად ვეღარ გაუძლო მის ავამდყოფ გულს.


სპენსერი ბუხართან ზის, კონწიალ სკამში, ის ნაცრისფერი ჯემპრი აცვია, ქეთრინმა რომ მოუქსოვა. მალულა შეშინებული დარბოდა ოთახებში,ახალიწლის ფოიევერკებისგან შეშინებული. სპენსერმა ჩააქრო შუქები და კიბეს აუყვა საძინებლისკენ, საწოლთან ქეთრინის სურათს შეხედა, მიულოცა ახალი წელი და დამწუხრებული დასაძინებლად დაწვა. მალულაც იქვე მიიმალა.




73 views0 comments

Commentaires


bottom of page