top of page

28 ციტატა ქალებსა და სიყვარულზე ❘ ონორე დე ბალზაკი


შაგრენის ტყავი (1831)

  • რასაც ადამიანები მწუხარებას, სიხარულს, პატივმოყვარეობას, მარცხს, კაეშანს უწოდებენ, ჩემთვის მხოლოდ იდეებია, რომელსაც მე ოცნებად ვაქცევ.

  • როცა ადამიანს ჰგონია სრულყოფილებას მივაღწიეო, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ნივთები გადაულაგებია.


  • ადამიანი ჯამბაზია, რომელიც თოკზე ცეკვავს უფსკრულის პირას.


  • ქალებს არ უყვართ, როცა მოწყალებას თხოვენ.


  • თუ ქალი არავის ნებდება, სურს ყველა შეინარჩუნოს.


  • მთელი სიცოცხლე სიყვარულის ერთ წუთშია მოქცეული.


მამა გორიო (1835)

  • ჭეშმარიტ გრძნობებს თვალიც აქვს და გონებაც.

  • არიან ქალები, რომლებსაც სწორედ სხვისი რჩეულები უყვართ მდაბიო ქალების მსგავსად, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ ჩვენნაირ ქუდებს დაიხურავენ, ჩვენს მანერებსაც შეიძენენ.


  • თუ რაიმეს მომზადება გინდა, ხელიც უნდა გაისვარო, მაგრამ მერე ხელის დაბანაც კარგად უნდა იცოდე.


  • საწყალი, უბედური და საცოდავი ქალიშვილის გული, სიყვარულს დახარბებული ღრუბელია, თანაც ისეთი მშრალია, გრძნობის ერთი წვეთიც რომ მოხვდეს, მაშინვე გაიჟღინთება.


  • სულ ტლანქი ქმნილებაც კი, თუ მას ძლიერი და ჭეშმარიტი გრძნობა ამოქმედებს, იცვლება და გამოსცემს განსაკუთრებულ დენს, რომელიც ცვლის მის სახეს, ამკვირცხლებს მოძრაობას და ალამაზებს ხმას.


  • როცა გწამს სიყვარულისა, განა იფიქრებ იმას, რომ წინ დაშორება მოგელის?


  • ქალებს სჩვევიათ შესაძლებელზე დაყრდნობით შეუძლებლის მტკიცება და წინათგრძნობების საფუძველზე ფაქტების უარყოფა.


  • მარცხი ყოველთვის გვაგრძნობინებს ხოლმე ჩვენი მისწრაფებების სიძლიერეს.


  • ხანდახან ქალი კეკლუცობაში მეტ სიამოვნებას ჰპოვებს, ვიდრე სიყვარულში.

  • რაც უფრო ძლიერი და გულწრფელია სიყვარული, მით უფრო საჭიროა მისი შენიღბვა და საიდუმლოებით შებურვა.


  • სიყვარული რელიგიაა და მისი კულტი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირად ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგია. იგი სწრაფად გაივლის ხოლმე ქუჩის ბიჭივით, რომელიც ცდილობს, რომ სადაც კი ჩაივლის, არაფერი დარჩეს დაუნგრეველი.


  • სიყვარული რომ უფრო მეტად შეიძლებოდეს, ალბათ მეტად მეყვარებოდი.


  • განა შესაძლებელია, ცეკვით აღფრთოვანებული ქალის სიტყვით აღწერა.

  • ზეცას რომ უტევ, მიზანში ღმერთი უნდა ამოიღო.

  • ქალი რომელსაც უყვარს, ეჭვების მიზეზების გამოძებნას კიდევ უფრო ადვილად ახერხებს, ვიდრე სიამოვნების სხვადასხვა სახეებისა.

  • თუ ქალები აღიარებენ, რომ თქვენ ნიჭი და გონება გაქვთ, კაცებიც დაიჯერებენ, თუ რა თქმა უნდა თქვენ თვითონ არ შეაცვლევინებთ აზრს.

  • აზრების წამალიც არსებობს, ეს მათი განხორციელებაა.

  • უმეფეებოდ შეიძლება გაძლება, მაგრამ უჭამასმოდ არსებობა ხომ შეუძლებელია.


ეჟენი გრანდე (1833)

  • როდესაც კატა სახურავზე დარბის, თაგვები იატაკზე ცეკვავენ.

  • უბედურება თანასწორობას ქმნის.

  • სიყვარული ჩვენი მეორე გარდაქმნაა.

  • სულიერ ცხოვრებაში, ისევე როგორც ფიზიკურში არსებობს ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა. სულისთვის აუცილებელია შთანთქას სხვა რომელიმე სულის გრძნობები, გაითავისოს ისინი, რათა შემდეგ მასვე დაუბრუნოს უფრო გამდიდრებული. ამის გარეშე გულისთვის არ არსებობს სიცოცხლე... სულიერებას მოკლებული სხეული ნელ-ნელა ჭკნება.


გამქრალი ოცნებანი (1835-45)

  • დიდი გონებით დაჯილდოებული ადამიანების ერთ-ერთი უბედურება ისაა, რომ, მათდა უნებურად, ყოველივე ერთნაირად გასაგებია მათთვის, ბოროტებაც და სიკეთეც.


  • ზოგჯერ ვნება, თავდაპირველად, მგზნებარედ გამოილაშქრებს ხოლმე, აქაოდა წინ ვერაფერი დამიდგებაო და, ბოლოს გამარჯვებას ვინღა დაგიდევს, კუდს ამოიძუებს, თავის სოროში შეძვრება, იარაღაყრილი, შერცხვენილი, ტყუილუბრალო მითქმა-მოთქმით თავლაფდასხმული.

  • არსებობს ისეთი სიამტკბილობა, რაც მხოლოდ ორმა ადამიანმა შეიძლება ერთად იგემოს. პოეტმა პოეტთან, გულმა გულთან.

  • ქალებს შეგვიძლია მამაკაცს ვაპატიოთ სიმკაცრე, შეურაცხყოფა, რადგან მაინც ვგრძნობთ ასეთ შემთხვევაშიც მათ სიყვარულს, მაგრამ გულგრილობა!.. გულგრილობა პოლარულ ყინულს ჰგავს, ყოველივეს შთანთქავს.

  • ის ვინც შედეგებს ამჩნევს, მიზეზებსაც პოულობს.

  • საერთოდ ხალხს ვერ წარმოუდგენია, თუ სიყვარული შეიძლება უცბად გაქრეს. რა თქმა უნდა, მიჯნურთა წყვილის დაშორება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მათი დაახლოება.

  • ყველა ქალი, რომელსაც ვინმე უყვარს, ანგელოზია.

  • წინააღმდეგობის გაწევის უნარი სათნოების საფუძველია.


  • ნურასდროს სამსახურს ნუ გაუწევ ადამიანს, როცა არაფერს არ გთხოვს.

  • მყუდრო არსებობის ჟამს განცდილი მწუხარების მოგონება გამოუცნობ სიხარულს იწვევს ჩვენში.

  • შური ისევე იწვევს ადამიანთა ენის ტარტარს, ამდენადაც აღტაცება ამუნჯებს.



სხვა ნაწარმოებები

  • არავის არ გვიყვარს ქალი იმის გამო, რომ ის ლამაზია ან მახინჯი, სულელი თუ ჭკვიანი. ჩვენ გვიყვარს ისინი იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს ისინი.


  • სიყვარული თამაშია, რომელშიც ვიღაც აუცილებლად ტყუის.

  • არავინ არ ხდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს, მისი საყვარელი გახდეს.

  • თუ იცი, რატომ გიყვარს, ესე იგი არ გიყვარს.

  • იქნებ ვერაფერს მიაღწევს კაცი, სანამ გულის ყველაზე სათუთ ადგილებზე კოჟრები არ გაუჩნდება.


  • ღრუბლები ღმერთს “ეფარებიან”.


  • ადვილია დაჯდე და დააკვირდე, აი ადგომა და მოქმედება კი ძნელია.

  • როდესაც ქალს ვუყვარვართ ის გვპატიობს ყველაფერს. ხოლო როდესაც – არა, იგი ნდობას არ გვიცხადებს და ჩვენს სათნოებასაც კი უგულვებელყოფს.


  • დიდი სიყვარული შამპანურით იწყება.

  • მარტოობა კარგია, მაგრამ შენ გჭირდება ვინმე ისეთი, ვინც გეტყვის, რომ მარტოობა მართლაც კარგია.


1,304 views0 comments

Comments


bottom of page