top of page

3 თვისება რომელიც ურთიერთობაში ხელს გიშლით - გამოკითხვა ინტერვიუს წევრებში

ინტერვიუს წევრებში ჩატარდა მცირე გამოკითხვა.

შეკითხვა: - რა თვისებები არ მოგწონთ ადამიანებში?

გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 19-მა ადამიანმა მიიღო.


გამოვლინდა სამი თვისება რომელიც უმრავლესობამ დაასახელა. ესენია: 5 ხმა - ამპარტავნება. 4 ხმა - სიყალბე. 3 ხმა - უპასუხისმგებლობა. 7-მა ადამიანმა განსხვავებული პასუხი დაასახელა.


ნათია: ამპარტავნება

თაკო: ამპარტავნება.

მარიამ: ქედმაღლობა.

ალექსანდრე: ცუდმედიდობა

სოფი: დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე.


გიორგი: სიყალბე. (ერთადერთი ადგილი სადაც ამას ვერ ნახავ ოჯახია)

თინანო: არაგულწრფელობა.

ნაზი: ფარისევლობა.

გიორგი: მლიქვნელობა და ტყუილი.


სალომე: უპასუხისმგებლობა️.

გრიგოლი: უპასუხისმგებლობა.

მაიკო: უპასუხისმგებლობა.



მაკო: როცა თავის თავს არ იცნობს...

დიმა: ნამეტანი სიკარგე

ირინკა: მგონი უზრდელური სიტყვაა და არ დავწერ.

კახა: სითავხედე.

ირმა: ზედაპირულობა(უგულობა), ეგოიზმი

შოთა: იუმორის არ ქონა მერი: განსჯა და გაკიცხვა


რა აფუჭებს ურთიერთობებს?

შეიძლება თუ არა რომ ცუდი თვისებები წარმოადგენდეს დაბრკოლებას?

რა უნდა მოიმოქმედოს თითოეულმა ადამიანმა?


Keck Medicine of USC-ის კვლევა აჩვენებს რომ ცუდი ურთიერთობები ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება. კვლევა ჩატარდა 500-ზე მეტ საერთაშორისოდ აღიარებული ექიმების სამედიცინო ცენტრში კვორაზე(Quora).


სახელწოდებით: "ცუდი ურთიერთობის უარყოფითი შედეგები"


ადამიანები შედიან და ტოქსიკურ ურთიერთობებში რჩებიან უამრავი მიზეზის გამო. რომანტიკული ურთიერთობები, რომლებიც ტოქსიკური გახდა, ხშირად უკავშირდება ფსიქოლოგიურ პროცესს, რომელსაც ეწოდება იდეალიზაცია(idealization).


იდეალიზაცია, ან „იდეალური“ პარტნიორის იდეა, გამოწვეულია არაცნობიერი ან ნახევრად გაცნობიერებული სურვილებით, რომლებიც კულტურულ და ბიოლოგიურ ძალებზე ახდენს გავლენას, ამის გავლენაზე ისაუბრა Keck Medicine of USC-ში კლინიკური ფსიქიატრიისა და ქცევითი მეცნიერებების პროფესორმა, ლინდა ე. ვეინბერგერმა(Linda E. Weinberger). პროფესორი ხაზს უსვამს რომ ტოქსიკურმა ურთიერთობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. გამოიწვიოს თქვენში უიღბლობის და დაუცველობის შეგრძნება, შესაძლოა გრძნობდეთ ზეწოლას.


კვლევამ აჩვენა რომ ტოქსიკური ურთიერთობები იწვევს:

1. გულის პრობლემებს

2. სისხლში შაქრის მატებას

3. არტერიული წნევის მატებას

4. წონის მატებას

ფიზიკურ გამოვლინებაში:

1. სტრესს

2. დაღლილობას

3. იმუნური სისტემის დაქვეითებას


კარგი ამბავი ის არის, რომ გამოსავალი არსებობს - და სერიოზულად უნდა გავითვალისწინოთ ეს, თუნდაც მხოლოდ ჯანმრთელობისთვის. შეგიძლიათ ურთიერთობის გამოსწორება (თუ მეორე ადამიანსაც სურს ეს) ან საერთოდ დასრულება ურთიერთობის. - ნათქვამია კვლევაში.


არსებობს ურთიერთობა და არსებობს ადამიანი ურთიერთობაში. "ადამიანის პირველი მოვალეობაა იყოს ადამიანი". საკუთარი მანკიერებების დანახვა, აღიარება და გამოსწორება, ესაა მუდმივი შიდა სამუშაო, რაც ყველა ადამიანმა უნდა განახორციელოს საკუთარ თავში. პიროვნული ზრდა ეხმარება ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.



146 views0 comments

Comentarios


bottom of page