"წარმოიდგინე სიმფონია, ერთი ნოტით შეყვარებაა"
ინტერვიუ / აკა
- მუსიკაზე მესაუბრე
წარმოიდგინე სიმფონია, მაგალითად ბახი, ერთი ნოტით შეყვარებაა
- რას გრძნობ პირველად?
გაოცებას, შემდეგ დოფამინი და სიმშვიდე, მეტი გაოცება, კმაყოფილება, შემდეგ ცოტაოდენი დრამა
- რას შეადარებდი მუსიკას?
ქალებს. გაუგებარი და იდუმალები არიან
- მეორედ რას გრძნობ?
მეორედ ასე ვეღარ ვგრძნობ. უფრო ვუღრმავდები, ის რაც ჩემზე ზემოქმედებს ძლიერ ინტერესს იწვევს
- კიდევ რითი გვანან?
არ იცი როგორ მიიღო ... მაგრამ ტკბობა გინდა
- მუსიკა გაუგებარია?
მუსიკა იმდენად გაუგებარია, რომ ისეთს ვღებულობ როგორიც არის
- სრულყოფილი ქალი როგორია?
უფრო ალტერნატიული როკი. კლასიკური, ახალი, რაღაც უცხო, თან ძალიან ნაცნობი უსმენ და ხვდები, რომ ასეთ მუსიკას დიდი ხანია ეძებ..
Yorumlar