✍️ ინტერვიუ / ალექსანდრე მიშელაშვილი
❓ რა მოაქვს შემოდგომას?
🍁 ნუ, ნუ ახვეტავთ ხის ძირიდან, ჩამოყრილ ფოთლებს, ხემ რომ ფესვებზე აიფარა დიდი ზამთრის წინ, ეს იგივეა, შენ გიკლავდნენ ყველაზე ძვირფასს და არ დაგინდონ თვალზე ხელის აფარებისთვის.
❓ ოცნებები..
თვითონ უნდა აიხდინო.
❓ ცხოვრებაში მთავარია..
რწმენა და სიყვარული.
❓ რა შეუძლია სიყვარულს?
მეცხრე ცაზე აყვანა და მერე დანარცხებაც.
❓ არის რამე რისიც ყველაზე მეტად გეშინია?
შიში ყველას გვაქვს, მთავარია არ გაგვტეხოს.
❓ რისთვის ღირს დროის დათმობა?
ნიჭის განვითარებისთვის.
❓ „ეს ცხოვრება არის.....“
მდინარე, რომელიც ხან იწმინდება, ხან იმღვრევა, ჩაივლის და წავა.
❓ „თურმე....“
თურმე ბევრ ფიქრსაც ნაკლი აქვს, ცხოვრება ამიმტვრიანა, ზოგჯერ არც უნდა გაზომო, უნდა გაჰკვეთო მთლიანად.
❓ რას შეუძლია შენი დანაღვლიანება?
ჩიტის გალობას გალიიდან.
❓ გულს უხარია...
როცა კარგ ადამიანს ვპოულობ.
❓ ყველაზე რთულია...
ქრისტეს გზით სიარული.
❓ ვინ ვართ ერთმანეთისთვის?
„ადამიანი ადამიანისთვის მზეა“ ბრძანა კლასიკოსმა.
❓ მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი... რა არის შემდეგი?
სიყვარული და ჰუმანიზმი.
❓ „ერთ მშვენიერ დღეს....“
იქნება ნათელი, მაგრამ ჩვენ უკვე ბრმები ვიქნებით, სიბნელეში დიდი ხნით ყოფნისგან.
❓ დროსთან ერთად აშკარაა რომ?
ბუნებას ვანადგურებთ და ყველა ჩვენი ტექნოლოგიური გამოგონება უძლური აღმოჩნდება ბოლოს, ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
❓ რაში ხარ ძალიან დარწმუნებული?
დარწმუნებული ვარ რომ ჩემი ქვეყანა გაერთიანდება, თაობები დასჭირდება,მაგრამ მაინც.
❓ რა არის ამოუწურავი?
ყველაფერი ამოუწურავია, რომ გვგონია ამოვწურეთ, სინამდვილეში შეიძლება არც დაგვიწყია.
❓ ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს?
ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული.
❓ ცხოვრება მშვენიერია?
სიკვდილ მისჯილებს, სამუდამო პატიმრობა ურჩევნიათ და მე რა მაქვს საწუწუნო?!
საყვარელი ფრაზა..
🍁 „ადამიანებო გვიყვარდეს ერთმანეთი“.
ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი > https://www.facebook.com/chemtan.shentan/
----------------------------------
ალექსანდრე მიშელაშვილი - პოეტი
Komentáře