"გული დაგწყდება, რომ რაღაცის გაკეთება შეგეძლო და არ გაააკეთე“
ინტერვიუ / Aleqsandre 28 წლის
- სად შეიძლება ეძებო სიყვარული?
როცა სამყარო ნიშნებს გიგზავნის, არ უნდა გამოგრჩეს
- რისი გწამს ცხოვრებაში?
სამყაროს წონასწორობის; და რომ რაღაცები უბრალოდ არ ხდება
- ენდობი სამყაროს?
სრულად, მთელი არსებით
- როგორ ფიქრობ, ადამიანის ცხოვრებაში რა არის ყველაზე მთავარი?
მოძრაობა, წინსვლა, არ უნდა გაიყინო
- როგორ გესმის წინადადება რომ ადამიანი მაქსიმალურად უნდა იყენებდეს ცხოვრებას
„გაივლის 20 წელი და შენ იმაზე კი არ დაგწყდება გული, რომ რაღაც გააკეთე, არამედ იმაზე, რომ რაღაცის გაკეთება შეგეძლო და არ გაააკეთე“
- რა გეძვირფასება ყველაზე მეტად ცხოვრებაში, რა არის ის რისი დაკარგვისაც უნდა ეშინოდეს ადამიანს
სიცოცხლე.. ამაზე ფასეული არაფერი გამაჩნია და საერთოდ, ადამიანს, არაფერი გააჩნია მასზე ძვირფასი.
Comments