✍️ ინტერვიუ / ანა-მარია ქირია
❓ თავს როგორ გრძნობ?
ვგრძნობ რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.
❓ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
ვოცნებობდი, რომ თამარ მეფის განძი მეპოვნა. განძი ვიპოვე, თუმცა თამარის არა : )
❓ როგორ ფიქრობ ადამიანები იცვლებიან?
საკუთარ თავს თუ ვერ გაცდნენ კი.
❓ შენში რა იცვლება ხოლმე დროთა განმავლობაში?
ენერგია.
❓ რისკენ მიილტვი?
გახსენებისკენ
❓ ადამიანებში რა მოგწონს და რა არ მოგწონს?
სიცარიელე მომწონს და ფორმის, შინაარსის ცვალებადობა.
არ მომწონს სიტყვებისგან შემდგარი შინაგანი ქაოსი.
❓ როგორ ფიქრობ, რა შეგიძლია?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ მეკითხება ამას. : )
❓ ყველაზე უკეთ რას იცნობ ცხოვრებაში?
☀️ სულიერ კავშირს.
❓ რა არის შენი აზრით ნამდვილი ბედნიერება?
გამარჯვება არის ნამდვილი ბედნიერება.
❓ რა გიჩენს ხოლმე პროტესტს?
შინაგანი ცეცხლი.
❓ რას შეცვლიდი საკუთარ თავში?
არაფერს, რადგან არ მიყვარს სხვის საქმეში ჩარევა .
❓ როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა საკუთარი თავი, რას ურჩევდი?
მე ვფიქრობ რომ ადამიანმა საკუთარი თავი უნდა უარყოს.
❓ რისი გწამს?
რთულია ვთქვა რომ მწამს იმის, რაც უკვე ვიხილე.
❓ როცა ძალიან ცუდად ყოფილხარ, რას გამოუყვანიხარ?
ცნობისმოყვარეობას და სამაჯურზე წარწერას „იმედი“. იმედს ხშირად ვთვლიდი იმედგაცრუების წყაროდ, მოლოდინების შემქმნელ წინაპირობად და ა.შ
დღეს ვიცი, რომ ბევრი ფიქრობს ასე, მაგრამ მივხვდი, რომ იმედი ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი, მხოლოდ მასში შეიძლება იყოს ვინც საკმარისად გაბედულია და მზადაა ცხოვრებისთვის.
❓ ცუდად ყოფნის დროს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი შენი აზრით?
ცუდად ყოფნას სხეული უნდა შეასხას. ვიდრე არ დაინახავს და არ შეეხება ცუდად ყოფნას, ის ყოველთვის განმეორდება.
( შემიძლია სამაჯურიც ვათხოვო : )))
❓ რა აჩენს შენს გულში სიხარულს?
საინტერესო სურნელი
❓ რა გინდა ყველზე მეტად?
სიყვარული გადმოვიტანო მატერიალურ სამყაროში და შევეხო.
❓ გამიზიარე შენი საყვარელი ფრაზა..
🌼 „მუსიკის შიში საშინელი დასასრულის მაცნეა“.
ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი
ანა-მარია ქირია
Commentaires