✍️ ინტერვიუ / ანა შუბითიძე
☀️ "სინათლე შენში იმაზე ძლიერია ვიდრე ის, რისიც გეშინია"
❓ რა გჭირდება ეხლა?
ეხლა ყველაზე მეტად მჭირდება პაუზა, სიმშვიდე და სტაბილურობის განცდა. ბოლო რამდენიმე თვეა როლერ კოსტერში ვარ და ცოტახნით შევისვენებდი.
❓ რას შეუძლია შენი მოდუნება?
ყველაზე მოდუნებულად თავს ბუნებაში ვგრძნობ, ხეებში, მინდორზე, ყვავილებში და ჩიტების ჭიკჭიკში.
❓ რა აციმციმებს ადამიანის თვალებს როგორ ფიქრობ?
შინაგანი სინათლე, სიყვარული, აღფრთოვანება, მადლიერება, თამაში.
❓ რას უსურვებდი ანას?
მაქსიმალურად დაუკავშირდეს თავის ნამდვილ ბუნებას და მასთან შეთანხმებულად გადადგას ყველა ნაბიჯი.
❓ შენი ცხოვრების ამ ეტაპზე, არის რამე რასაც ძალიან მტკიცედ მიხვდი?
მივხვდი რომ უნდა უსმინო შინაგან ხმას, ინტუიციას. ენდო, პატივი სცე და მიყვე.
❓ შენთვის რა არის ყველაზე ძვირფასი?
ყველაზე ძვირფასია მდგომარეობა, როცა ვხვდები, რომ რაღაცას ვაკეთებ სიყვარულით და არა ვალდებულებით.
❓ რა მოგწონს და გიყვარს საკუთარ თავში?
მომწონს ჩემი მსუბუქი და მხიარული მხარე.
მიყვარს ჩარჩოების გარეშე რომ ვუყურებ სამყროს.
❓ სხვებში რა გიზიდავს და გაინტერესებს ყველაზე მეტად?
მაინტერესებს სინამდვილეში როგორები არიან, ფასადის და თავდაცვის გარეშე. თუ ჩემთვის საინტერესო ადამიანია ყოველთვის ვცდილობ მაგ ნაწილში შევიდეთ.
❓ ვინ გინდა რომ იყო მომავალში?
ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ცხოვრება, იღებს მისგან სიამოვნებას და უზიარებს სხვებსაც.
❓ რა გიჩუყებს გულს?
უზომოდ გულჩვილი ვხდები როცა პატარა ბავშვებს უფროსები თვითგამოხატვას უზღუდავენ.
❓ რას თვლი ადამიანისთვის დიდ მიღწევად?
ჩემი აზრით ყველაზე დიდი მიღწევაა, როცა შენს არსს გრძნობ როგორი ხარ, რატომ ხარ და როგორი განვითარებისკენ ისწრაფვი.
❓ რა მოგიტანდა სრულ კმაყოფილებას?
ამ ეტაპზე, სრულ კმაყოფილებას მომიტანდა იმის აღმოჩენა, რისი კეთება მინდა ცხოვრებაში.
❓ რა შეგრძნებით გინდა იყო ამ სხეულში ამ სამყაროში?
მინდა რომ ყველაფრით შემეძლოს აღფრთოვანება და სიყვარულის, მადლიერების განცდა.
❓ დაასრულე ფრაზა: „ რომ შემეძლოს....
5 წუთით ყველას ვაგრძნობინებდი საკუთარ, ნამდვილ, გულწრფელ ბუნებას.
❓ დაასრულე ფრაზა: „ჩემი სანუკვარი ოცნებაა....
აღმოსავლეთის ქვეყნებში წავიდე სამოგზაუროდ და ზოგიერთ ადგილას დროებით ვიცხოვრო.
❓ საყვარელი ფრაზა..
☀️ "სინათლე შენში იმაზე ძლიერია ვიდრე ის, რისიც გეშინია"
----------------------------------------
ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი
ანა შუბითიძე- ინტერვიუს Advertising მენეჯერი
Comments