"შეყვარებული ყოფილხარ?
- კი და გადამიარა"
ინტერვიუ / ანამარია 16 წლის
- ბედნიერების ფორმულა თუ გაქვს შემუშავებული?
სადაც უბედურების მიზეზს პოულობ იქვე აცილებლად იქნება ბედნიერებაც, უნდა იპოვო
- პეპლის ეფექტის შესახებ რა იცი?
ერთ ადგილას პეპლის პაწაწინა ფრთების აქნევამ შეიძლება მეორე ადგილას, ძალიან შორს, უდიდესი ქარიშხალი გამოიწვიოს.
- შენმა საყვარელმა ადამიანმა რომ გიყვიროს, რას მოიმოქმედებ?
მგონია ყვირილიც და ჩხუბიც საჭიროა ხოლმე, ოღონდ ისე, ორ წუთში რომ გავიწყდება, ყველაფრის გადალახვა შეიძლება
- რამეს დაამატებდი შენ ცხოვრებას?
არა, ყველაფერი იქნება თავის დროზე
- როგორ ფიქრობ რა იყავი წინა ცხოვრებაში?
მგონი ერთხელ ვარსკვალი ვიყავი, ერთხელ ომშიც მგონი გერმანელებთან, ფისოც აუცილებლად ვიქნებოდი სადმე
- ცრურწმენების გჯერა?
არა, უბრალოდ ვცდილობ ცუდად არაფერზე ვიფიქრო, არაფერს ეწყინოს.. პატარაობაში ყველა სათამაშოთი უნდა მეთამაშა, რომელიმე თუ გამომრჩებოდა დიდხანს.
- შეყვარებული ყოფილხარ?
კი და გადამიარა <3
Comments