"სამყაროში თავისუფლად შემიძლია ფუსფუსი"
✍️ ინტერვიუ / Anano Kharchilava
❓ რისი გეშინია?
ყველაფრის რასაც ფრთა აქვს..
❓ ღმერთი რომ იყო რას იზამდი?
სხვის გულში ჩახედვის შესაძლებლობას მივცემდი იმედგაცრუებულ და სასოწარკვეთილ ადამიენებს, ყველაზე საჭირო მომენტში
❓ რა დროს ხარ ხოლმე ბედნიერი?
როდესაც ჩემ სამყაროში თავისუფლად შემიძლია ფუსფუსი
❓ რა უნდა ახსოვდეს ადამიანს მუდამ?
ის რომ სხვებზე ზრუნვა აუცილებელია.
❓ რა თვისებები უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა რომ მიიღოს სასურველი?
მოთმინება, მოთმინება, მოთმი-ნება.
❓ საყვარელი ფრაზა..
✨ „ნურასოდეს იტყვი, ყველაფერი უკან დარჩაო, წინ ყოველთვის არის რაღაც, რასაც ერთბაშად შეუძლია ჩვენი ცხოვრების გადაფასებაც და გაუფასურებაც.“
Comments