- რა იქნება შემდეგ?
ის რაზეც შემდეგის შემდეგ ვიტყვით რომ ასეც უნდა ყოფილიყო.
- რას შეადარებდი ადამიანის არსებობას?
ადამიანი ღმერთის ჰიპოთეზაა.
- რომელია ნამდვილი მოგზაურობა?
ის რაც ყველაფერს მოგატარებს და საკუთარ თავთან მიგიყვანს.
- რაზე ფიქრობდა ნაცარქექია როცა იჯდა და ნაცარს ქექავდა?
ხერხი რანაირად ჯობნის ღონეს.
- რატომ ეხსნება ფიფქიას წყევლა როდესაც პრინცი კოცნის?
მითოსში სატრფოს კოცნა, ქორწილი ეს არის სიმბოლო როცა ხდები მართლა მე. მაგ დროს ხდები ნავი და მენავე ანუ წყევლა ქრება.
- რა არის ჩვენი ყველაზე დიდი მტერი?
ლამაზი შპალერი რომელსაც ავაკრავთ რეალობას.
- რა არის დანაშაული?
ის რაც სინდისს არ ჰგავს არსით.
- რას მიხვდი ყველაზე მთავარს ცხოვრებაში?
იმას რო მე ვარ ის ვინც უნდა გახდეს ის რაც არის.
- რა არის ის რისთვისაც არ გენანება დროის დათმობა?
თვითშემეცნება.
- ცხოვრება წამიაო, შენ რას შეადარებდი?
ტრიალში ტრიალს.
- როგორია შენთვის სრულყოფილი ადამიანი?
ის ვინც არის თავისივე სინდისი.
- არის რამე რაც სრულდება და აღარ იწყება?
კი, შენ.
- რა გიყვარს ბუნებაში ყველაზე მეტად?
იმაზე ფიქრი თუ რა აკლია ბუნებას.
- როგორ უნდა მოექცეს ადამიანი ცოდნას?
უნდა უყუროს როგორც შპიონმა.
- რა არის უმთავრესი, რასაც უნდა ემსახურებოდეს ადამიანის არსებობა?
თავის სინდისს.
- რატომ ხდება რომ შემოქმედებითობა ზოგში უფროა მოჭარბებული?
რამდენადაც მეტად მე ფხიზლობს შენში მით მეტად ვერ აკავებ მას და ხდები შემოქმედი.
- რას ითხოვს არსებობა ჩვენგან?
გაგებას, აღფრთოვანებას, მოქმედებას.
- როგორ გესმის ოჯახის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში?
არ მესმის. ესაა სიმბოლო იმ ქიმიური ელემენტის რომელსაც უნდა რეაქციაში შესვლა იმიტომ რომ აკლია ელექტრონები ბირთვის გარშემო.
- რას უსურვებდი ადამიანებს?
სარკეში ჩახედვას.
- რა აკლიათ მათ?
სარკე.
- როგორი არსებაა შენთვის ადამიანი?
ისეთი როგორიც სამყაროა.
- რას შეუძლია შენი დანაღვლიანება?
უმეცრებას.
- რა არის მუდმივი?
ის რამაც ეს კითხვა დასვა.
- რა ანუგეშებს ადამიანს ყველაზე მეტად?
ის რომ კანონზომიერია რაც მოხდა და ეს მან თავად მოახდინა.
- რას გინდა რომ განიცდიდე ყველაზე ხშირად?
საკუთარ თავს.
- რა ხდის ადამიანს სრულყოფილს? რა უნდა გადაიტანოს?
მეტამორფოზა. ფერიცვალება.
- რა არის ყველაზე ამაღელვებელი შენთვის?
მიხვედრა რამის.
- არასდროს არ არის გვიანი?
არასოდეს.
- რა გიყვარს ადამიანში?
უნარი შეხედოს თავის თავს.
- რა მომენტში ვკარგავთ ჩვენში არსებულ ბავშვს, როდის ვიზრდებით?
როცა სურვილს ვიკმაყოფილებთ და გვგონია რომ მეფე ვართ.
- როდის იწყება ნამდვილი ცხოვრება?
როცა სურვილს მოითმენ და სინდისს აყვები.
- რა უნდა გადალახოს ადამიანმა თავის თავში რომ მიიღოს ბედნიერება?
ცოდნა რომ რაღაც უკვე იცის.
- რა უშლის ადამიანს ხელს ცხოვრებაში ყველაზე მეტად?
მონობის სიყვარული.
- რა აძლევს ადამიანს დიდ ძალას?
როცა სამყარო ადასტურებს, რომ ის რაც შიგნით ხარ უკეთესია, ვიდრე ის, რადაც მოგქონდა თავი.
- როგორ უნდა მოვიქცეთ რთულ პერიოდებში? რა უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს?
გაჩუმდი და უსმინე.
გაბედე.
- სიყვარული რას ცვლის ადამიანში?
გზის მიმართულებას.
- რა არის სიცოცხლეში ყველაზე სასიხარულო?
ცნობა რომ სხვაც შენ ხარ.
- რა არის ყველაზე დიდი დანაკარგი?
დრო, როდესაც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობდი.
- მითხარი შენი საყვარელი ფრაზა
ტატ ტუამ ასსი - მე ვარ ის.
- რისი გადალახვა უჭირს ადამიანს ყველაზე მეტად?
შეჩვეულის.
- რა გგონია ყველაზე დიდი სიმამაცე?
გულწრფელობა.
- რას ეტყოდი მათ ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას?
ელაპარაკეთ საკუთარ თავს.
- რა უნდა გააჩნდეს ქალს რომ იყოს ძალიან მშვენიერი?
გულწრფელობა.
- რა არის ამ ქვეყნად ყველაზე მარტივი და ყველაზე რთული?
იყო ის რაც ხარ.
ინტერვიუერი: სოფო სუდაძე
სუფთა ჰაერივითაა ❤️
♥️