top of page

Interview: Andro Dgebuadze

✍️ ინტერვიუ / ანდრო დგებუაძე


❓ რა იქნება შემდეგ?


ის რაზეც შემდეგის შემდეგ ვიტყვით რომ ასეც უნდა ყოფილიყო.


❓ რას შეადარებდი ადამიანის არსებობას?


ადამიანი ღმერთის ჰიპოთეზაა.


❓ რაზე ფიქრობდა ნაცარქექია როცა იჯდა და ნაცარს ქექავდა?


ხერხი რანაირად ჯობნის ღონეს.


❓ არის რამე რაც სრულდება და აღარ იწყება?


კი, შენ.


❓ რას ითხოვს არსებობა ჩვენგან?


გაგებას, აღფრთოვანებას, მოქმედებას.


❓ რას უსურვებდი ადამიანებს?


სარკეში ჩახედვას.


❓ რა არის მუდმივი?


ის რამაც ეს კითხვა დასვა.


❓ რა ანუგეშებს ადამიანს ყველაზე მეტად?


ის რომ კანონზომიერია რაც მოხდა და ეს მან თავად მოახდინა.


❓ რა ხდის ადამიანს სრულყოფილს? რა უნდა გადაიტანოს?


მეტამორფოზა. ფერიცვალება.


❓ არასდროს არ არის გვიანი?


არასოდეს.


❓ რა გიყვარს ადამიანში?


უნარი შეხედოს თავის თავს.


❓ როდის იწყება ნამდვილი ცხოვრება?


როცა სურვილს მოითმენ და სინდისს აყვები.


❓ რა უნდა გადალახოს ადამიანმა თავის თავში რომ მიიღოს ბედნიერება?


ცოდნა, რომ რაღაც უკვე იცის.


❓ რა უშლის ადამიანს ხელს ცხოვრებაში ყველაზე მეტად?


მონობის სიყვარული.


❓ რა აძლევს ადამიანს დიდ ძალას?


როცა სამყარო ადასტურებს, რომ ის რაც შიგნით ხარ უკეთესია, ვიდრე ის, რადაც მოგქონდა თავი.


❓ როგორ უნდა მოვიქცეთ რთულ პერიოდებში? რა უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს?


გაჩუმდი და უსმინე.

გაბედე.


❓ სიყვარული რას ცვლის ადამიანში?


გზის მიმართულებას.


❓ რა არის ყველაზე დიდი დანაკარგი?


დრო, როდესაც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობდი.


❓ რისი გადალახვა უჭირს ადამიანს ყველაზე მეტად?


შეჩვეულის.


❓ რა უნდა გააჩნდეს ქალს რომ იყოს ძალიან მშვენიერი?


გულწრფელობა.


❓ რა არის ამ ქვეყნად ყველაზე მარტივი და ყველაზე რთული?


✨ იყო ის რაც ხარ.



133 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page