✍️ ინტერვიუ / ანდრო დგებუაძე
❓ როგორ ხარ, თავს როგორ გრძნობ?
ისე-ასე
❓ იპოვე რასაც ეძებდი?
მაცადე
❓ იცი რას ეძებ?
ცოდნით ვიცი, კი. გაგებით…
❓ რაზე გწყდება ხოლმე გული?
არაფერზე (ისე ბიტკოინი მეყიდა 200 დოლარზე, უჰ)
❓ რას ვერ ერევი საკუთარ თავში?
სინდისს. ვერასდროს
❓ გქონია შეგრძნება თითქოს არაფერი გამოდის და მაინც სულ დასაწყისში ხარ? თუ გქონია, და თანაც არაერთხელ, რა ხდება ამ დროს შეგიძლია ახსნა?
ჯვარი აქაურობას. ეგ ტრიალი ჯოჯოხეთის სტრუქტურაა.
❓ ხანდახან ვიგებთ სამყაროს ენას, გველაპარაკება და გვაგებინებს რა სურს და ვეურთიერთებით, ხანდახან საერთოდ ვერ ვიგებთ რა ხდება და ეს ბურუსი და ბუნდოვანება რომ მოიცავს ხოლმე, თუ გქონია ასეთი შემთხვევები, რას აკეთებ ხოლმე ასეთ დროს?
ვჩუმდები და ველოდები.
❓ რამე მეთოდი გაქ სამყაროსთან ურთიერთობის?
კი, ვჩუმდები და ვუსმენ და ველოდები.
❓ ყოფილა ისეთი რამეები რასაც სიღრმისეულად მიხვდი და ეს აღარ შეცვლილა არასდროს?
მართლა სიღრმისეული ყველაფერი მარადიულია.
❓ რისი აღიარება გაგიჭირდა ყველაზე მეტად?
იმის, რომ არამეც მე ვარ.
❓ ფიქრობ რომ მაინც ვერაფერი გაიგე თუ არის რაღაცები რაც გაიგე საბოლოოდ?
გავიგე. ის, რომ უნდა საბოლოოდ მაინც მე უნდა გავიგო.
❓ რა გაბნევს ხოლმე ცხოვრებაში?
არაადექვატურობა.
❓ რას ეტყოდი 30 წლის ანდროს?
ჯერ სად ხარ
❓ რას უნდა მოვეკიდოთ სერიოზულად და რას თამაშ-თამაშით?
ითამაშე სერიოზულად და იშრომე ისე, რომ ყველას ეგონოს რომ თამაშობ.
❓ რა გაწამებს ხოლმე?
ჩემივე უმეცრება.
❓ ყველაზე მეტად რისი მადლიერი უნდა იყოს ადამიანი როგორ ფიქრობ?
ყველაფერი იმის, რის გარეშეც ვერ იქნებოდა ის, რაც არის.
❓ შენ რისი მადლიერი ხარ ცოხვრებაში?
აი კარგ კითხვებს რომ დამაყრი ხოლმე, მაგის. ამით ფიქრს მაძალებ და ეგ კარგია. ვაზროვნებ - ვარსებობ!
❓ ბოლოს და ბოლოს როდის გაუგე საკუთარ თავს?
როცა რამე გავიგე. და გავიგე ის, რომ ის რამეც მე ვარ.
❓ არის რამე რაც ძალიან მოგბეზრდა?
ვერ ვიხსენებ.
❓ რა მოგწონს და რა არ მოგწონს საკუთარ თავში?
არ ვიცი. უბრალოდ ვარ. როგორ შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ის რაც ხარ, როცა უკვე ხარ.
❓ რატომ არ მიდიხარ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად? მინდა შენი დამოკიდებულება გამიზიარო სამშობლოში ცხოვრების არჩევანთან დაკავშირებით ყველაფრის მიუხედავად.
საფიქრალი, საგრძნობი და გასაკეთებელი ყველგან თან წამოგყვება და რა აზრი აქვს?
❓ რა გაგაჩნია ყველაზე ძვირფასი?
რაც გამაჩნია - ძვირფასი არაფერია. რაც მართლა ვარ - ეგაა ერთადერთი ფასეული.
❓ ოცნებები გაქვს? თუ კი რომელიმე გამიზიარე
არა. ოცნება კლავს. თუ არ კლავს აშეშებს და აცემენტებს. მოლოდინებიც.
❓ რას ფიქრობ ძალისხმევაზე? რაში უნდა ჩაიდოს ძალისხმევა?
სამყაროს დანაწევრებაში, საკუთარი გრძნობების გაშიშვლებაში და ბოლოს, დანაწევრებულ სამყაროს შიშველი გრძნობებით ყურების გაძლებაში.
❓ შენი ცხოვრებით კმაყოფილი ხარ?
მე ვარ. ეგაა ერთადერთი რეალობა. კმაყოფილება ილუზიაა.
❓ რისი არ გეშინია?
იმის, რაც ჯერ ჩემ წარმოსახვაში არ შემოსულა.
მეორედ მოსვლის.
❓ რას თვლი შენს ყველაზე დიდ სისუსტედ რასაც ვერაფერს უხერხებ?
ყველაფერს ყველაფერს ვუხერხებ. გვაცადეთ :-)
❓ მითხარი რაიმე ფრაზა, რომელიც ამ ბოლო დროს თავში რატომღაც გიტრიალებს
✨ უმეცარს სიბრძნემდე სარკე თუ მიიყვანს.
ანუ გოიმს თუ ადექვატურ და დროულ უკუკავშირს მისცემ მეტამორფოზირდება და გოიმი აღარ იქნება.
მადლობა მადლობა!
არაფრის არაფრის!
ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი
ანდრო დგებუაძე
Commentaires