"არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქცევებით შეიძლება სხვას გული ვატკინოთ"
ინტერვიუ / Anika 23 წლის
- მნიშვნელოვანია...
არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქცევებით შეიძლება სხვას გული ვატკინოთ
- ადამიანისთვის რა არის მნიშვნელოვანი?
არ დაიკარგოს, არ გაჩერდეს, არ შეეშინდეს
- რა აკლიათ დღეს ადამიანებს?
ღიმილი.. ადამიანი ამას გადაჩვეულია, მე ისეთი ღიმილი მიყვარს, სხვასაც რომ გააღიმებს..
- რას აფასებ ადამიანში?
გულწრფელობას, პირდაპირობას. ასეთი ადამიანების მიმართ ნდობა მაქვს
- რას უნდა მიაღწიოს ადამიანმა?
როცა ყველაზე მეტად გავურბოდი ჩემს თავს, მაშინ დავიკარგე. საკუთარ თავს არ უნდა გავექცეთ, ყოველთვის ახლოს უნდა გვყავდეს
- რა იგრძენი როცა პირველად შეგიყვარდა, რა ფერია სიყვარული?
შიში ვიგრძენი, დაკარგვის შიში და ტკივილის შემეშინდა.. სიყვარული მწვანეა, ჩემი სიყვარულის თვალების ფერი..
Commentaires