"პატარა, მაგრამ ყველასგან განსხვავებული ხარ"
✍️ #interview with Annie at კაშნე • Kashne
❓ გულს რა გივსებს სიხარულით?
როცა ვინმე ჩემ მიმართ სითბოს და სიყვარულს გამოხატავს..
❓ რისთვის ვიბადებით?
კვლევისთვის და განვითარებისთვის. ზოგი მკვლევარია, ზოგი დაკვირვების ობიექტი.. თუმცა, ყველა ერთ დიდ მიზანს ვემსახურებით, ვიკვლიოთ ბუნების და ჩვენი გონების შესაძლებლობები..
❓ რას ნიშნავს შენთვის „კაშნე“?
„კაშნე“ ჩემი შვილია.. რომელსაც უნდა მოვუარო და წარმატებული რომ გახდება, მისით ვიამაყო..
❓ როგორ წარმოგიდგენია მისი მომავალი?
ამბიციური განაცხადია, მაგრამ მინდა, სიტყვა „კაშნე“ ყელსახვევთან კი არა, ბრენდთან ასოცირდებოდეს..
❓ რას უსურვებ/ურჩევ „კაშნეს“?
ვურჩევ, რომ იყოს თამამი და შრომისმოყვარე.. ვუსურვებ, რომ გახდეს დიდი გოგო (ბრენდი), ბევრი საინტერესო მიმართულებით..
❓ რა სათქმელი დაგაბარა ადამიანებისთვის?
„პატარა, მაგრამ ყველასგან განსხვავებული ხარ, რაც ძალიან მნიშვნელოვანს გხდის.. „
❓ შენი საყვარელი ფრაზა...
✨ გაუღიმე, გაგიღიმებს..
Yorumlar