top of page

Interview: Ano Neparidze

✍ ინტერვიუ / ანო ნეფარიძე


❓ რა იმალება შენში?


თუ იმალება, იყოს ბარემ დამალული.


❓ მომიყევი შენი ბავშვობიდან რამე ისტორია რაც არასოდეს გავიწყდება


მიწის ჭამა მიყვარდა, როცა ძლივს გავჩუმდებოდი ხოლმე, თურმე ყვავილების მიწას ვეპარებოდი და ვჭამდი, არ ვიცი, ეს რატომ დამამახსოვრდა ასე განსაკუთრებით. მიწის სუნს რომ ვგრძნობ, ახლაც მინდება ჭამა. (და რატომ აღარ ვშვები? რომ გავიზარდე?)


❓ რა არის შენთვის აუხსნელი?


უცნაურ დროს მოსული, ან მომენტისთვის შეუფერებელი ემოციები.


❓ შენში, რა გინდა რომ უფრო ძლიერი და მყარი იყოს?


მე.


❓ ამქვეყნად რის დეფიციტს განიცდი?


გაჩერების, სიმშვიდის, სიჩუმის.


❓ რა არის საბრძოლველი?


რაც ყველაზე მეტად გინდა, ალბათ.


❓ რა გიზიდავს ცხოვრებაში?


ყველაზე მარტივი მომენტები. მზე ზურგზე და გაზაფხულის პირველი ყვავილები.

ტელეფონი რომ არ მირეკავს ხოლმე.


❓ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც შენს ცხოვრებაში მიხვდი?


ჯერ არ მივმხვდარვარ, მაგრამ ვიცი რასაც უნდა მივხვდე და მგონი, იმედია, ახლოს ვარ.


❓ როდიდან ხდება ცხოვრება ყველაზე საინტერესო?


როდესაც ლოდინს წყვეტ.


❓ რას უმეორებ საკუთარ თავს ხშირად?


Your anxiety is lying to you.


❓ რისი გწამს?


რომ შემიძლია.


❓ ვინ არის ადამიანისთვის საუკეთესო მეგობარი?


ბანალურია, მაგრამ ცხადი - ის, ვისაც ირჩევს.


❓ საყვარელი ფრაზა...


I hope that one day you will have the experience of doing something you do not understand for someone you love.


❓ რა არის შენი არსებობის მთავარი მიზანი?


რომ არსებობაზე მეტი გავაკეთო.


❓ მარადიული ის არის მხოლოდ....


რასაც სწამს, რომ მარადიულია.


❓ ვარსკვლავები...


მენატრებიან ხოლმე.



110 views0 comments

Recent Posts

See All

コメント


bottom of page