top of page

Interview: Arsen Zviadadze

"ჩვენ თავს ვისჯით ჩვენი წარსულიდან ან შიშიდან გამომდინარე"

✍️ ინტერვიუ / Arsen Zviadadze


❓ რას მეტყოდი მე რომ სევდიანი ვიყო?


თუ სევდას გაექცევი არ მოგასვენებს, უნდა მიიღო შენი თავი სევდიანი და გააცნობიერო, დიდი შანსია რომ გაქრეს და განზავდეს. ნუ გაიგივდები, დააკვირდი ამ შეგრძნებას შენ ხომ სევდა არ ხარ


❓ რას ნიშნავს შენთვის კარგად ყოფნა?


როდესაც შინაგანად კარგად გრძნობ თავს, ხარ საკუთარ ცენტრში ..სიხარულით ივსები და უბრალოდ კარგად ხარ


❓ რა გენატრება ყველაზე მეტად ცხოვრებაში?


მონატრება არ არის დასრულებული დამოკიდებულება, დიდი სიყვარულით ვიხსენებ ბევრ რამეს, მაგრამ არ მენატრება. თუ აწმყოში კარგად გრძნობ თავს და ხარ ბედნიერი, ხარ მთლიანი, წარსული უბრალოდ მოგონებად რჩება


❓ როგორ გრძნობ სიყვარულს?


სიყვარულს ცოტა სხვანაირად აღვიქვამ, სიყვარულს არ გააჩნია ამბიცია, უბრალოდ გიყვარს, არ ადარებ, იღებ ისეთს როგორიც არის. ცოტათი და ბევრით, „მე უფრო მიყვარხარ“ ეს უბრალოდ ამბიციაა


❓ ტრავმა სასჯელია თუ პირიქით?


სასჯელი არ არსებობს ეგზისტენციის მხრიდან, თუ სასჯელია ისევ ჩვენ თავს ვისჯით ჩვენი წარსულიდან ან შიშიდან გამომდინარე


❓ როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვს, რას ეუბნები ხოლმე საკუთარ თავს?


მედიტაცია გააკეთე, მოდუნდი, დაძაბულობა ვერ გიშველის და გახსოვდეს, ესეც გაივლის..


❓ მე რომ ახლა ვიწყებდე ცხოვრებას, რას მეტყოდი?


იცხოვრე ისე როგორც შენ გინდა, შენს გულს რომ გაუხარდება


❓ რა გგვრის დიდ სევდას?


დიდი სევდის რა გითხრა, თუ არ გამოვიწვიე არაფერი.


❓ რისი გჯერა გულის სიღრმეში?


✨ სიყვარულის




13 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page