top of page

Interview: Beka Jokharidze

✍️ ინტერვიუ / ბექა ჯოხარიძე


☀️ შეისუნთქე ღმერთი და ამოისუნთქე სიყვარული..

როგორ ხარ? რა პერიოდი გაქვს ცხოვრებაში?


მრავალფეროვნად, კარგად. ცხოვრების დინამიურ და საინტერესო ნაწილს გავდივარ, ვმოგზაურობ და ვაკვირდები ყველა შემოთავაზებას, რასაც სამყარო მთავაზობს.


რა ხდება შენს თავში?


ძველი ცოდნების, ახალი ცოდნების და საერთოდ ყველა ცოდნის ფილტრაცია, რასთანაც დაკავშირებული ვარ.


რაზე ფიქრი არ გასვენებს ხოლმე?


უაზროდ გაფანტული ენერგიის გააზრება. რა მიშლის ხელს, ვიყო მეტად ფხიზელი და ტოტალურად კონტაქტური, სამყაროს გამოწვევების მიმართ, ყოველდღიურ ცხოვრებაში.


რას მოაქვს შენთვის შინაგანი სიმშვიდე?


სიჩუმეს, რომელიც აღწევს ღრმა და ფაქიზ უჯრედებში და ქმნის მდგომარეობას, სადაც აღარ არსებობს გონების მიერ შემოსაზღვრული დოგმები, წესები და ათასი ამისთანობები)


შეგიძლია აღწერო შენი ის მდგომარეობა როდესაც ჰარმონიული ხარ? როგორ აღწევ ამ მდგომარეობას?


მომენტალური გაცნობიერებით, ერთიანობის შეგრძნების.


როგორ ფიქრობ, რისთვის დაიბადე? რისთვის ვიბადებით ადამიანები?


ჩვენს საუკუნეში რთულია ჩაიხედო მაგ სიღრმეში, მე მჯერა, რომ ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს გასავლელი, ჩემი გზა იმდენად გამოკვეთილი არ არის, რომ მაგაზე პასუხი მქონდეს, ძიების პროცესში ვარ.


იბრძვი ცხოვრებაში? რისთვის გიღირს ბრძოლა?


ბრძოლა სინათლისთვის, ცნობიერი მდგომარეობისთვის.. გაცნობიერებული ბრძოლა საინტერესოც არის და მნიშვნელოვანიც,

გაუცნობიერებელ ბრძოლას მივყავართ ტანჯვამდე, რასაც არანაირი ღირებულება არ აქვს.

რა არის შენთვის განუყოფელი ნაწილი?


საკუთარი თვალებით დანახული სამყარო.


ამ სამაყროში რა გხიბლავს ყველაზე მეტად?


მიზეზშედეგობრიობა; გააზრება, რომ ყველაფერი ადამიანში არის მოთავსებული, ჩაპროგრამებული.


დაასრულე ფრაზა: „ერთადერთი რასთან განშორებაც გამიჭირდებოდა, არის....


მთავარის გაგების, რისთვის მოვედი, რა არის ჩემი მისია.


დაასრულე ფრაზა: ცხოვრება ხანმოკლეა, თუმცა ,


როცა ხდება შენში გააზრება, და გრძნობ ცხოვრების ღირებულებებს, მაშინ ქრება დროც, და ამდროს ივსები, გადადიხარ ცხოვრების საინტერესო დინებაში.


დაასრულე ფრაზა: ჩემი სიყვარული,


უფორმოა, სივრცის და დროის მიღმაა..


საკუთარ თავს როგორ ეკონტაქტები ხოლმე?


ინდივიდუალურად.


რა გიყვარს საკუთარ თავში?


ხმა, რომელმაც ყველაფერი იცის და გრძნობს, აქვს ძალიან მაღალი მიმღებლობა და განიცდის სიყვარულს.


რა არის შენი ცხოვრებისეული სიბრძნე, რასაც მიხვდი?


რომ მე მაქვს არჩევანი, და ნების ძალა.


როგორ ამშვიდებ საკუთარ თავს რთულ პერიოდებში?


წარსულის გამოცდილებებების გახსენებით, ვმშვიდდები..


საყვარელი ფრაზა...


☀️ შეისუნთქე ღმერთი და ამოისუნთქე სიყვარული..



ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:


თანთანი - სიმყუდროვის კუთხე.

Khelad - პატრიოტული შთაგონებით აღზრდილი ბრენდი.

2Mcars - 2Mcars Georgia - ავტოიმპორტი ამერიკიდან და იაპონიიდან.


---------------------------------------------------------------

Beka Jokharidze

163 views0 comments

Recent Posts

See All

Comentarios


bottom of page