✍️ ინტერვიუ / დადუ დონაძე
✨ "არ არსებობს აზრი, არსებობს მოაზროვნენი"
❓ ცხოვრება...
ერთი ხანგრძლივი დღეა.
❓ რას ელი მომავლისგან?
მოვლენებისგან არც კარგს ველი, არც ცუდს, ასე უფრო მართალი ვარ საკუთარ თავთან.
❓ დრო...
ჩემთვის, არის სამოღვაწეო სივრცე.
❓ რა გივსებს გულს სიხარულით?
ადამიანების აზრობრივი, ემოციური სიჯანსაღე.
❓ ყველაზე სევდიანია...
როდესაც ბავშვის გონება, მისი სამყარო, არასწორი გავლენის და იდეოლოგიის ქვეშ ექცევა და უსპობს განვითარების იმ გზას, რომელიც მას ცხოვრებისეულ წარმატებას მოუტანდა.
❓ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს...
საკუთარი თავი, ჩვენი ხმა.
❓ რა ამოძრავებს ადამიანს?
კითხვის ნიშნები.
❓ ვინც ვერ პოულობს საკუთარ გზას, რას ურჩევდი?
გამოსავალი სულ არის და ის ხშირად მკაფიოდ არ ჩანს, ხანდახან ერთი კლიკია თავში საკმარისი და აანალიზებ რომ ბევრად მეტი გზა გაქვს.
❓ როცა ვახსენებ სიყვარულს, რას გრძნობ გაგონებისას?
მიხარია რომ უბრალოდ არსებობს, შეგვიძლია ვიგრძნოთ.
❓ რას მიხვდი ცხოვრებაში?
თუ კი რაიმეში საკმარისად დიდ შრომას დებ, ის აუცილებლად დაფასდება.
❓ ფრაზა...
✨ "არ არსებობს აზრი, არსებობს მოაზროვნენი"
Comments