"იქნებ ისეთ აპარატთან მუშაობის ნიჭი აქვს, რომელსაც 20 წლის შემდეგ გამოიგონებენ.."
- თავმდაბალობას როგორ აღიქვამ?
ობიექტურ შექებაზე უარი არ უნდა თქვა.. ამის უარყოფა არის უვიცობა
- როგორი ადამიანია მიმზიდველი?
ვირტუოზი, თუ რაღაცას პროფესიონალურად აკეთებს მიმზიდველია
- როგორები იმსახურებენ პატივისცემას?
დიადი ადამიანები არავის სცემენ პატივს
- როგორი ურთიერთობაა დროის ფუჭი კარგვა?
არაფრის მომცემი დიალოგი, არც მატერიალური, არც ინტელექტუალური, არც ენერგეტიკული..(ოჯახში რასშვებით)
- ბედისწერის გჯერა?
მაშინ, როცა სუსტი ვარ, როცა საკუთარ თავში ეჭვი მეპარება..
- გულის სიღრმეში რისი გჯერა?
რომ მოკვდა, მაგრამ არა სამუდამოდ
- როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რისი ნიჭი აქვს?
იქნებ ისეთ აპარატთან მუშაობის ნიჭი აქვს, რომელსაც 20 წლის შემდეგ გამოიგონებენ..
- რა არის ყველაზე აუხსნელი ცხოვრებაში?
ყველაფერი ახსნადია თუ საჭირო პოზიციიდან უყურებ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ხშირად ეგ პოზიცია
- შენი საყვარელი ფრაზა..
ძველი ჩინური გამოთქმა: "ფიჭვის ძალა ზამთარში ჩანს" ლაო ძი: "არ გადადგა არცერთი ნაბიჯი, თუ გადადგამ მაშინ კიდევ 1000 უნდა გადადგა"
Comments