✍️ ინტერვიუ / დავით კანდელაკი
❓ შენს ცხოვრებაში ყველაზე კარგი პერიოდი რა ასაკში იყო?
სწორედ ახლაა ეს... გონებას უყვარს წარსულის ნოსტალგია, ნაზი მონატრება, რომელიც სევდით არის ნაზავი, რადგან ის წარსულში ი ყ ო (კითხვაც ასეთი დაიბადა შენს ცხოვრებაში -ყველაზე კარგი როდის ი ყ ო ო).. რამდენადაც გენატრება ის რაც იყო, ზუსტად იმდენად კარგავ აწმყოს ამჟამინდელ შეგრძნებას, ყოფას.
❓ როგორი დამოკიდებულება გაქვს წარსულთან?
ის არ არსებობს ახლა. არსებობს ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ, არსებობს მისგან მიღებული გამოცდილება და ვარსებობ მე, რომ შევცვალო ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ, გამოვიყენო მისგან მიღებული გამოცდილება და ამავე დროს განვთავისუფლდე გამოცდილისგან ვიყო ღია ახლისადმი, გამოცდილი რომ გაიზარდოს და გაფართოვდეს.
❓ ცხოვრება მშვენიერია?
მშვენიერი ხარ შენ და მე.
❓ ახლა როგორ ხარ, თავს როგორ გრძნობ?
ვიყავი მთლიანი და ეს არ ვიცოდი, ცხოვრებამ ნაწილებად დამშალა მხოლოდ იმიტომ, რომ გამთლიანება მესწავლა. ახლა მთლიანად ვგრძნობ თავს და ვიცი რა არის მთლიანი და როგორ მთლიანდება... და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისევ არ დავიშლები და თუ ასე მოხდება, ხელახლა გავმთლიანდები და ის ცნობიერება, რომელიც ახლად გაამთლიანებს, ახალ გამოცდილებას მიიღებს და ახლებურად გაიგებს გამთლიანების პროცესს - ვიქნები მე.
❓ რა ფერი გიყვარს? რატომ?
არცერთი განსაკუთრებით. ვთქვათ მიყვარს ყვითელი, ახლა აქციე მთელი სამყარო ყვითლად.. აღიარე, რომ საზარელი იქნებოდა მხოლოდ ყვითელი...ახლა დაფიქრდი და ნახავ, რომ ყვითელი აღგაფრთოვანებს სხვა ფერების ფონზე, ესეიგი ისინიც მონაწილეობენ შენს აღფრთოვანებაში. თუ კი მე დავუშვებ, რომ მიყვარს ყვითელი, მე დავიწყებ მის ძებნას, მისი ძებნა მე აწმყოს შეგრძნებას დამაკარგვინებს სხვა ფერებთან...მაგრამ თუ მე ყვითლის ძიებისგან ვიქნები თავისუფალი და იმისგან რომ მე ყვითელი მიყვარს. მე პეიზაჟით - ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი თ, აქვე, ამ წამს დავტკბები.
❓ დაასრულე ფრაზა: ვისურვებდი რომ...
ადამიანების შიგნით სიმშვიდეს დაესადგურა, მაინტერსებს როგორი იქნებოდა ასეთი ცხოვრება.. იქნებ მოვიწყენდით და რადგან მოვიწყენდით ამიტომ არ დგება ის?
❓ ცხოვრებაში რაზე დაგწყვეტია გული?
უამრავი სისულელე გავაკეთე ცხოვრებაში, მაგრამ მაშინ რომ ვაკეთებდი სისულელე არ მეგონა... სისულელედ მომხდარს ახლანდელი ცნობიერება აღიქვამს - და რადგან ეს ასეა, მე დღეს ის არ ვარ, ვინც უწინ სისულელე აკეთა და თუ მე ის არ ვარ - გულიც დასაწყვეტი არაფერია.
❓ გამიზიარე შენი მიგნებები.
გაცნობიერება ე ნ ე რ გ ი ა ა, რომელსაც ძალუძს ქ მ ნ ა დ ო ბ ა იმ შინაარსისა რა შინაარსსაც გაცნობიერება ატარებს.
❓ რას უფრთიხლდები ყველაზე მეტად?
სიტყვებს. რომ ვთქვა მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც შემიძლია, ან ვაღიარო ნათქვამი მხოლოდ თეორიად.
❓ რა გიყვარს ცხოვრებაში ძალიან?
როცა აზრი, სიტყვა და საქმე ერთი მთლიანია.
❓ მითხარი თუ გაქვს საყვარელი ფრაზა, რითიც დავასრულებთ ინტევრიუს.
☀️ თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.
ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი
ინტერვიუ / დავით კანდელაკი
תגובות