"უცებ ვარ ღმერთი? ძალიან დიდხანს ვიფიქრებდი, სანამ რამეს მოვიმოქმედებდი"
ინტერვიუ / დავითი 39 წლის
- უცებ ღმერთი ხარ, რას იზამ?
უცებ ვარ ღმერთი? ძალიან დიდხანს ვიფიქრებდი, სანამ რამეს მოვიმოქმედებდი
- ურთიერთობებში რა გიქიმნის ხოლმე უხერხულობას?
როცა ადამიანებთან შენობით ვერ ვარ
- რისთვის იბადება ადამიანი?
იბადება, თავად ირჩევს დანიშნულებას, მიზანს, რისთვის უღირს ცხოვრება
- ადამიანის მექანიკური ცხოვრება რას გავს?
რომელიღაც მექანიზმის დეტალის ფუნქციონირებას, დეტალი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ყოველთვის ექვემდებარება გამოცვლას
- დეპრესიაში რომ ვიყო რას მეტყოდი ახლა?
დეპრესია ადვილად არ იკურნება სიტყვებით
- გოგოებში რას ანიჭებ უპირატესობას?
უნდა იყოს მულტფილმის პერსონაჟივით საყვარელი, ზომიერად განათლებული და ცოტა მოთამაშე ნატურის
- საყვარელი ლექსიდან ნაწყვეტი...
"ცრემლი არ მომდის, მაინც მე ვტირი და შორეული სივრცე მიტაცებს, სული გაფრინდა თეთრი მტრედივით, სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე"
Comments