მითხარი, ახლა ამ წუთას როგორ გრძნობ თავს
ყოველი ნათქვამი ახლა უკვე წარსულში მომხდარი რაღაცაა.. ზოგადად არ მიყვარს საუბარი იმაზე თუ როგორ ვგრძნობ თავს, ალბათ იმიტომ რომ ყოველი მომენტის განმავლობაში ბევრ რამეს გავნიცდი და ყველა განცდა სხვადასხვა მდგომარეობაში მამყოფებს და არ არსებობს ერთი კონკრეტული სიტყვა რომელიც ამას გამოხატავს.
რა გიხარია ხოლმე დღის განმავლობაში, რისი კეთება გიყვარს?
ფიქრი, წერა, დაკვრა, საუბარი, მედიტირება.
რაზე გეფიქრება ხოლმე ძილისწინ?
ასეთი ერთი კონკრეტული „ძილისწინებრი ფიქრი“ არ მაქვს, სულ სხვადასხვა აზრებისა და სამყაროების გარშემო ვტრიალებ. მაგალითად გუშინ ძილისწინ ჩემი წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟზე ვნერვიულობდი, რომლის საქციელი ჩემთვის მიუღებელი იყო, თუმცა თვითონ ამბობდა, რომ არ ჩაუდენია.
როგორ ფიქრობ რისთვის ვიბადებით ადამიანები?
ამაზე ინდივიდუალური პასუხის გასაცემად, ამ პასუხის კმაყოფილებით ან უკამყოფილობით შემდგომ საცხოვრებლად, ან პასუხის საძიებლად, ან უბრალოდ სიამოვნებისთვის, ან სულაც არ დავბადებულვართ.
რას ეძებ ცხოვრებაში?
განცდებს, ხმებს, კითხვებს, პასუხებს.
რა არის შენთვის საინტერესო ამ სამყაროში?
მე და ჩემი ქვეცნობიერი.
რად ღირს სიცოცხლე?
იდეად
რა აკლიათ ადამიანებს შენი აზრით?
სინამდვილე, განვითარების სურვილი.
რა გაბედნიერებს? რა არის ბედნიერება
ბედნიერება ის კონდიციაა რომელშიც შენი სურვილები კმაყოფილდება. ხელოვნება მაბედნიერებს.
რა გასევდიანებს ხოლმე?
ხელოვნება.
რას ნიშნავს შენთვის განშორება?
მომენტი როცა რაღაც კონკრეტული პრინციპი ემოციებზე წინ დგება და წყდება ფიზიკური სამყაროს დონეზე ურთიერთობა.
რა არ იცვლება არასდროს?
დროის გარემოება „არასდროს“ ისევე არ არსებობს როგორც დრო.
რისი გწამს გულის სიღრმეში?
იმ პერსონაჟის უდანაშაულობის რომელზეც გუშინ ძილისწინ ვნერვიულობდი.
რას ეტრფი ქალში? ადამიანში?
ინტელექტს.
რა გიყვარს ამ სამყაროში ყველაზე მეტად?
მუსიკა.
როგორ გრძნობ სიყვარულს?
საინტერესო კითხვაა „როგორ?“ . გარკვეულ ემოციურ იმპულსებს ვგრძნობ, რომლებიც მიჯაჭვულობას მიჩენენ გარკვეულ ხალხზე, მატერიალურ თუ არამატერიალურ საგნებზე.
როგორია თავისუფალი ადამიანი შენთვის?
ჩემთვის ბოლომდე თავისუფალი ადამიანი არ არსებობს. არსებობს ადამინი
რომელიც ცდილობს იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი დოგმებისგან.
რას უნდა უფრთხილდებოდეს ადამიანი ცხოვრებაში?
ემოციებს
როგორ უნდა ვიპოვოთ საკუთარი თავი? საკუთარი გზა?
უბრალოდ უნდა კარგად გავუგოთ საკუთარ სურვილებს და სწორად ვისურვოთ.
მითხარი შენი საყვარელი ფრაზა
სამყარო მოდის შენთან იმ სახით რა სახითაც მიდის შენგან.
რითი ხარ სავსე, რა გაძლევს ენერგიას
იდეა, ინტერვალი.
Comments