top of page

Interview: Diana Tevanian

მითხარი ერთი წინადადება შენ შესახებ


რაღაცას ვიგონებ, ვიჯერებ, ვაკეთებ.


❓ მომიყევი შენი დილის რიტუალი


დილით ვიღვიძებ სამსახურამდე ორი საათით ადრე, ვრთავ მუსიკას, ვამზადებ საუზმეს, ვემზადები, ვწესრიგდები, 10-15 წუთი ვსეირნობ, ხშირად ვყიდულობ ყვავილებს და მიმაქვს სამუშაო ადგილას. ძალიან იშვიათად მნახავთ დილით მძინარე, მოთენთილ მდგომარეობაში. მეგობარები მეხუმრებიან, დილით პრინცესულად ჩიტების ჭიკჭიკი გაღვიძებსო.


❓ ბედნიერება არის...


გამარჯვება. ზუსტად გამარჯვება მაძლევს იმის შეგრძნებას, რომ ყველა გადადგმული ნაბიჯი და მათი კომბინაცია სწორი იყო.


❓ როგორ ამხნევებ ხოლმე სევდიან/მოწყენილ ადამიანებს?


ვახსენებ როგორი შეუდარებელია, როგორი ყოჩაღია, რამდენი რამ შეძლო, რა დადებითი თვისებები გააჩნია. ვცდილობ იმდენად გლობალურად კარგად ვაგრძნობინო თავი, რომ ლოკალურად ცუდი ყოფნა ავიწყდება.


❓ სევდა…


არასდროს არის უსაფუძვლო. ამ დროს ვიგონებ მიზნებს, ვიჯერებ და ვიბრძვი.


❓ რას ფიქრობ იღბალზე


ალბათობის თეორია ხომ ვიცით.. ზუსტად ეს არის იღბალი. რაც უფრო მეტს აკეთებ, ბევრს გასცემ, ბევრს ცდი და ცდილობ - მით უფრო დიდი შანსია, რომ სადმე რამე გაამართლებს.


❓ წარმატებული ადამიანი..


აღიარებულია. თუ იგი ჯერ არ არის აღიარებული, ესე იგი ნიჭიერია და თავისი წარმატების გზას ადგას.


❓ რა სჭირდება ადამიანს წარმატებისთვის?


სჭირდება, რომ იყოს ბულდოზერი. თუ არ არის - გახდეს. თუ არ გამოსდის - კიდევ სცადოს. თუ წაიქცა - ადგეს. თუ ვერ დგება - აფრინდეს. მოკლედ, რაც უნდა ის ქნას, მაგრამ თუ სჭირდება წარმატება, მივიდეს და აიღოს!


❓ რა გაძლევს დიდ მოტივაციას?


დიდი და დიადი მიზნები. შეიძლება ვერასდროს მივაღწიო, მაგრამ სიჩქარეს ვეღარ დავაგდებ, უკვე გზაში ვარ.


❓ როგორ ადამიანებს სცემ პატივს?


როცა ვხვდები, რომ ადამიანს ნაფიქრი აქვს, რას და როგორ ამბობს - უკვე ჩემს სიაშია.


❓ როგორ ფიქრობ რისთვის ვიბადებით?


უბრალოდ ვიბადებით. არაფრით განვსხვავდებით თევზისგან ან დათვისგან, ისინიც უბრალოდ იბადებიან და უბრალოდ კვდებიან. მაგრამ ბარემ ჭკვიანები ვართ და ბარემ ჩვენამდე მთელმა კაცობრიობამ გამოიგონა დღევანდელი ცხოვრება და ბარემ ჩვენც შევიტანოთ რამე კარგი წვლილი. რატო? რატო არა.


❓ როგორ უნდა დაადგინოს ადამიანმა, რა არის მისი გზა?


ცდა და მარცხი, ცდა და მარცხი.


ცდა გასწავლის როგორ შეიძლება ქნა. მარცხი გასწავლის როგორ არ უნდა ქნა.


❓ ურჩიე რამე მას, ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას..


ცხოვრება უკვე დაწყებული გაქვს და აქამდე რომ მოაღწიე, ბევრი უნარი და გამოცდილება დააგროვე.


ერთხელ საღამოს დაჯექი და ჩამოწერე შენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ამის მერე დაწერე სია რისი კეთება შეგიძლია. იმ სიიდან შემოხაზე ის, რისი კეთება გაინტერესებს.


ეგაა, მზად ხარ!


❓ რა არის რასაც მიხვდი ცხორებაში?


მივხვდი, რომ ყველა ადამიანს აქვს რამდენიმე დიდი შანსი ცხოვრებაში და არ უნდა გაუშვას ხელიდან.


❓ შენი საყვარელი ფრაზა?


Do what you can’t!


“აკეთე ის, რაც არ შეგიძლია”. რადგან იმის კეთება რაც შეგიძლია - უკვე შეგიძლია, უკვე მაგარი ხარ, ყოჩაღ. მაგრამ მოდი უფრო რთულ საქმეს შეეჭიდე.




65 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page