✍️ ინტერვიუ: ელინა ვალაიტე
❓ რისი თქმა გინდება ხოლმე?
მზის ჩასვლას ვუყუროთ...
❓ ისტორია ბავშვობიდან რომელიც არასდროს გავიწყდება...
ზაფხულის არდადეგები ციხისძირში და 300-მდე კიბის ჩავლა მანდარინების ხეების ბაღებში, სულ მახსოვს ეს მომენტი და ყოველ ჯერზე მეღიმება და იმ ზღაპარში მაბრუნებს. ყოველთვის მახსენდება, როგორც წიგნში წაკითხული მოთხრობა ან ნანახი ფილმი ულამაზეს ადგილზე.
❓ რა გინდა რომ შენი არსბეობით თქვა?
აქ მახსენდება პოლ გოგენის ტილო - „საიდან მოვდივართ? რანი ვართ? საით მივდივართ?“ რომელიც კოპლექსური შინაარსის მქონეა. პარალელის გავლებით ალბათ თითოეული ეტაპის გაანალიზებას ვცდილობ და ამით მინდა გავცე პასუხი.
❓ რა არის შენში აუხსნელი?
რატომ ვარ ის ვინც ვარ.
❓ შენში, რა გინდა რომ უფრო ძლიერი და მყარი იყოს?
პირადი სამყარო.
❓ ამქვეყნად რის დეფიციტს განიცდი? სიცოცხლით სავსე ადამიანების.
❓ რა არის საბრძოლველი?
ყველაფერი რისი მიღწევაც გსურს.
❓ ძალისხმევას მოაქვს...
შედეგი.
❓ სტიქიებიდან რომელია შენს ბუნებასთან ახლოს?
წყალი. ჩემთვის წყალი ასოცირდება თავისუფლებასთან, სითამამესთან და სიძლიერესთან. ყველაფერთან ერთად წყალი ყოველთვის მამშვიდებს და ამადროულად მაფიქრებს, მუდმივი ინსპირაციის წყაროა.
❓ რა იყო მნიშვნელოვანივ რასაც მიხვდი?
რაზეც ზრუნავ მხოლოდ მას გააჩნია გაგრძელების პერსპექტივა.
❓ რისი გწამს?
ბუნების ძალის.
❓ ვინ არის ადამიანისთვის საუკეთესო მეგობარი?
მისთვის საინტერესო ადამიანი.
❓ სიტყვები, რამაც შთაგაგონა...
Detect the bloom of the present moment
(აღმოაჩინე აწმყო დროის ყვავილობა)
❓ საყვარელი ფრაზა...
"Keep a green tree in your heart and perhaps a singing bird will come".
❓ რას უმეორებ ხოლმე საკუთარ თავს ხშირად?
ყველაფერს სჭირდება დრო.
❓ ერთ მშვენიერ დღეს.....
✨ იისფრად გაწვიმდა..
Elina Valaite / Cultural Manager
Comments