top of page

Interview: Elisabed Gotsiridze

✍️ ინტერვიუ / ელისაბედ გოცირიძე


☀️ 23 წლის ვარ და მივხვდი რომ იმდენად ღრმაა ყველაფერი არსებული, რომ რამის ბოლომდე მიხვედრა არ შეგვიძლია.

როგორ ხარ ახლა, რა პერიოდი გაქვს შინაგანი?


პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომელიც იმ ღირებულებებზე დგას, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში შევიძინე, თითქოს ვცდილობ გულწრფელად მართალი დავრჩე ჩემს თავთან, თუნდაც შეცდომებში, ვდილობ თან მივიღო ყველაფერი რაც ადრე იყო და რაც ახლა არის ისე როგორც არის და თან რბილად შევამსუბუქო. მოკლედ, ვგრძნობ რომ რაღაც საბაზისოს ვაყალიბებ, ვამართლებ ვხსნი და ვეხები ყველაფერს, ნელნელა.


მომიყევი შენი თავის შესახებ, როგორი ხარ, როგორი ბავშვი იყავი?

ამმმმ არ ვიცი ყველანაირი ვარ? ოღონდ გააჩნია სიტუაციას ალბათ და შინაგან განწყობას გარემოსთან მიმართებაში. ბავშვი ისეთი ვიყავი, როგორიც ახლა ოღონდ უფრო ცოტა, უფრო შეშინებული ალბათ ეგეც იმ სიცოტავის გამო, მაგრამ ყოველთვის იმედიანი, ვიცოდი რომ ყველაფერს შევძლებდი სულ მარტო. მარტო ყოფნა მიყვარდა და მიყვარს ,ვცდილობ ისეთ ადამიანებთან მქონდეს ურთიერთობა ვისთანაც თავს ისევ მარტო სრულად და ნებით ვიგრძნობ. ბავშვობაში ბედიანობას ვერ ვგრძნობდი, ახლა ბედნიერი ვარ.

როდის დაიწყე ხატვა და რა გსიამოვნებდა ხატვის დროს უპირველეს ყოვლისა? ან რა გამოძრავებდა როცა ხატავდი, ან რაზე ფიქრობდი ხოლმე?

ხატვა ბავშვობიდან დავიწყე, სულ თავიდან ყურადღების მიღების გზა იყო მამაჩემისგან, რომელიც პატარა მე და ჩემ ძმას გვასწავლიდა ხატვას, მერე როცა სახლიდან წავედით და მარტო დავრჩი ყურადღების ჩემიდან სხვაგან გადატანის გზა იყო, ახლა პირიქით ყურადღების მოკრებვის და რაღაც ისეთის გაზიარების გზაა, რომელიც არც ჩემზეა, არც ჩემს განცდებზე დგას მხოლოდ, ადამედ რაღაც ისეთია, რომელიც მგონია ყველას ეკუთვნის და მინდა გარეთ გამოვიტანო.


შენ მოგწონს და გიყვარს შენი ცხოვრება? ისურვებდი რომ ასე გაგრძელდეს თუ ბევრ რამეს შეცვლიდი და თუ კი - რას?


ჩემი ცხოვრება არის საჩუქარი, რაც დრო გადის და მოვლენები ემატება ეს განცდა მეზრდება. ვისურვებდი, რომ ჩემი ცხოვრების ხასიათი, რომელიც ძალიან სპეციფიური და გამოკვეთილი ელისაბედის „მეა“ შენარჩუნდეს სამუდამოდ, და დეტალები ყოველთვის განვითარდება.


რამდენი წლის ხარ და რას მიხვდი შენი ცხოვრების მანძილზე?


23 წლის ვარ და მივხვდი რომ იმდენად ღრმაა ყველაფერი არსებული, რომ რამის ბოლომდე მიხვედრა არ შეგვიძლია. ვხვდებით მხოლოდ გარკვეულ სიღრმემდე, და კარგ შემთხვევაში არ ვაჩერებთ ჩაღრმავებას.


ბედნიერი ადამიანი ხარ?


მაშინ მივხვდი რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, როცა მაგ სიტყვის მნიშვნელობა გავიგე.


რა გიყვარს ცხოვრებაში ყველაზე მეტად?


სინათლე, როცა ვხედავ, როცა ვაზიარებ, ჩემი დის მოყოლილი ყოველდღიური ამბები, დედაჩემის სიცილი, ბავშვობაში მოსმენილი მუსიკა, უცნობის მოლოდინი, ბედ ნიერის გარეთ დანახვა, სილამაზის შეგძნება და აქედან შემდეგ კითხვზე გადავალ.


რა არის შენთვის ძალიან ლამაზი და მშვენიერი?


ზუსტად ერთი და იგივე რამე არასდროს არ არის ლამაზი და მშვენიერი, ის დიდწილად დამოკიდებულია ჩემზე, ჩემს იმ წამინდელ მდგომარეობაზე ყურადღებაზე და სურვილზე რომ განვიცადო. მაგრამ თუ განვიცდი მთლიანად მაგით ვარ მოცული და არ შემიძლია არ გავაზიარო, თითქოს რაღაც ძალიან ძალიან მაღალი ნამდვილი უიშვიათესი განსაკუთრებული ხდება, მინდა ავღბეჭდო, უფრო ხაზი გავუსვა დეტალებს, შევეხმიანო, სხვებსაც ვაჩვენო.

დასრულე ფრაზა:

ვისურვებდი რომ - რაც შეიძლება ნაკლები ტანჯვა ეხებოდეს ყველას არსებობას.


დაასრულე ფრაზა:

რომ შემეძლოს - ყველა ბავშვის მეგობარი ვიქნებოდი.


რას ფიქრობ სევდაზე?


მე მჭირდება ხოლმე სევდა , STOPის ნიშანია და ხელახლა გადააზრებას ვიწყებ, კონცენტრირებაც გამოდის, გზაზე დასასვენებლად და გავლილის გასააზრებლად გაჩერება, შინაგანი გაშვების წინა პერიოდი და რაღაცის მიღების წინა პერიოდია.


დაასრულე ფრაზა


სალამი (დასრულებულია,უკვე მომწონს)


რთულ პერიოდებში რას ეუბნები საკუთარ თავს?


☀️ გააჩნია სირთულეს, ყოფილა ძალიან რთული მომენტები, რომლებთანაც იმხელა შინაგანი დისტანცია შევქმენი, რომ საბედისწერო პრობლემას ვეღარ ვამჩნევდი, მაგრამ ყოველთვის როცა ვეხები პრობლემას, ძალას თვითონ შეხება მაძლევს.


------------------------------------------------------

ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:

თანთან - სიმყუდროვის კუთხე

Khelad - პატრიოტული შთაგონებით აღზრდილი ბრენდი

2Mcars - ავტოიმპორტი ამერიკიდან და იაპონიიდან


Elisabed Gotsiridze

72 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page