"სამოთხე ჩვენგან იწყება, ჯოჯოხეთიც“
✍️ ინტერვიუ / Eteri Filipovich
❓ რა არის ის რასაც მიხვდით?
„სამოთხე ჩვენგან იწყება...
ჯოჯოხეთიც...“
❓ რისთვის იბადება ადამიანი როგორ ფიქრობთ?
თავის მისიის შესასრულებლად. დიდი იღბალია, როდესაც ადამიანმა იცის, რისთვის ცხოვრობს და იღწვის. თუ იცის, მაშინ ის თავის სულს ემსახურება, მის სრულყოფილებას, დახვეწას... არ იცის - ე.ი. იმას ემსახურება, ვინც იცის... აი, ასე, ცხოვრობს სხვისთვის, საკუთარი გზის გააზრების გარეშე... ნაკადს მიყვება... ბალახივით, ქარს მინდობილი...
❓ გჯერათ ბედისწერის? სიკვდილის შემდეგ სიცოცლის?
მჯერა ბედისწერის. რაც შეეხება სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ - იქ სულ სხვა სიცოცხლეა, სულთა სამყაროში - ცეცხლოვან სამყაროში, როგორც ელენე რერიხი აღწერს. იქ არის ნამდვილი ბედნიერება. სული მხოლოდ ხანდახან ბრუნდება დედამიწაზე, ახალი გამოცდილების მისაღებად, შემდეგ კვლავ ბრუნდება ჩვეულ სულთა სამყაროში, იკავებს ადგილს, მისი განვითარების შესაბამისად. ძალიან მომწონს ეს წარმოდგენა, უსაზღვროდ
საინტერესოა და მიმზიდველი.
❓ რა არის ის, რაც იპოვეთ ცხოვრებაში? გაქვთ რამეზე „პასუხი“?
ვიპოვე... ცხოვრების აზრი - ისწავლო და გაუზიარო.
❓ გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რა გასწავლათ ცხოვრებამ?
✨ გულწრფელობა ჯანსაღი უთიერთობების გასაღებია.
✨ სიკეთის კეთებას მოტივაცია არ ჭირდება.
✨ ერთგულება და სიყვარული - უპირველესად საკუთარ თავს, როგორც ღმერთის ნებას და ნაწილს.
❓ თუ ადამიანი ჩვენზე ცუდად მოქმედებს და მაინც გვიყვარს, რას ნიშნავს ეს? რა უნდა
გადაილახოს ამ შემთხვევაში?
როდესაც ადამიანი გვაზიანებს, მაგრამ მაინც გვიყვარს, ეს არ არის მთლად სიყვარული - ეს დამოკიდებულებაა, ან „სიყვარულის დაავადება“. აქ მნიშვნელოვანია, ადამიანმა გაიაზროს, რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი, უყვარდეს ადამიანი, რომელიც მას ვნებს? რა დაუკმაყოფილებელი საჭიროება დგას ამ „სიყვარულის“ მიღმა?
❓ რისი გჯერათ გულის სიღრმეში?
რომ სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას.
❓ რა დროს არის ადამიანი მარტოსული?
🔥 როდესაც სულ მარტოა... ან, უფრო უარესი - არის მათთან, ვისთანაც საერთო არაფერი აქვს...
სრული ინტევრიუ:
1. რისთვის იბადება ადამიანი როგორ ფიქრობთ?
ადამიანი თავის მისიის შესასრულებლად იბადება, ჩვენ რომ მოწოდებას ვეძახით. დიდი იღბალია, როდესაც ადამიანმა იცის, რისთვის ცხოვრობს და იღწვის. თუ იცის, მაშინ ის თავის სულს ემსახურება, მის სრულყოფილებას, დახვეწას... არ იცის - ე.ი. იმას ემსახურება, ვინც იცის... აი, ასე, ცხოვრობს სხვისთვის, საკუთარი გზის გააზრების გარეშე... ნაკადს მიყვება... ბალახივით, ქარს მინდობილი...
2. გჯერათ ბედისწერის? სიკვდილის შემდეგ სიცოცლის?
მჯერა ბედისწერის. რაც შეეხება სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ - იქ სულ სხვა სიცოცხლეა, სულთა სამყაროში - ცეცხლოვან სამყაროში, როგორც ელენე რერიხი აღწერს. იქ არის ნამდვილი ბედნიერება. სული მხოლოდ ხანდახან ბრუნდება დედამიწაზე, ახალი გამოცდილების მისაღებად, შემდეგ კვლავ ბრუნდება ჩვეულ სულთა სამყაროში, იკავებს ადგილს, მისი განვითარების შესაბამისად.
ძალიან მომწონს ეს წარმოდგენა, უსაზღვროდ საინტერესოა და მიმზიდველი.
3. რა გაინტერესებდათ ბავშვობაში ყველაზე მეტად?
ბავშვობაში ყველაზე მეტად მაინტერესებდა სიცოცხლის დასაწყისი - როგორ დაიწყო, რა ხდებოდა, ფერები, ხმები... ამიტომ, განსაკუთრებით მიყვარდა ბიოლოგია და ქიმია.
4. რა არის ის, რაც იპოვეთ ცხოვრებაში? გაქვთ რამეზე „პასუხი“?
ვიპოვე... ცხოვრების აზრი - ისწავლო და გაუზიარო.
5. რა არის ის რასაც მიხვდით?
„სამოთხე ჩვენგან იწყება...
ჯოჯოხეთიც!“
6. გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რა გასწავლათ ცხოვრებამ?
1. გულწრფელობა ჯანსაღი უთიერთობების გასაღებია.
2. სიკეთის კეთებას მოტივაცია არ ჭირდება.
3. ერთგულება და სიყვარული - უპირველესად საკუთარ თავს, როგორც ღმერთის ნებას და ნაწილს.
7. თუ ადამიანი ჩვენზე ცუდად მოქმედებს და მაინც გვიყვარს, მაგრამ მაინც ვშორდებით
რომ არ დაგვაზიანოს, თუ მაინც გრძელდება ეს სიყვარული? რას ნიშნავს ეს? რა უნდა გადაილახოს ამ შემთხვევაში?
როდესაც ადამიანი გვაზიანებს, მაგრამ მაინც გვიყვარს, ეს არ არის მთლად სიყვარული - ეს დამოკიდებულებაა, ან „სიყვარულის დაავადება“. აქ მნიშვნელოვანია, ადამიანმა გაიაზროს (ან გაააზრებინოს, ვთქვათ, ფსიქოთერაპევტმა): რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი, უყვარდეს ადამიანი, რომელიც მას ვნებს? რა დაუკმაყოფილებელი საჭიროება დგას ამ „სიყვარულის“ მიღმა?
მინდა გითხრათ, არ არის მარტივი პროცესი, ამ „სიყვარულისგან“ თავის დაღწევა, მაგრამ დღეისთვის ჩვენ, ფსიქოთერაპევტები, ვფლობთ უამრავ ტექნოლოგიას, იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს თავი დააღწიოს მისთვის უკვე არასასურველ ემოციებსა და დამოკიდებულებებს, მაქსიმალურად ეკოლოგიური გზებით, და შეძლოს თამამად გააგრძელოს ცხოვრება - ახალი ურთიერთობებითა და გამოცდილებით.
8. რისი გჯერათ გულის სიღრმეში?
რომ სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას.
9. რა გიყვართ სიცოცხლეში ყველაზე მეტად?
ჩემი ახლობლების ბედნიერი სახეები.
10. რას ეუბნებით ხოლმე სევდიან ადამიანებს?
ციტატას მოვიშველიებ: „როდესაც ვხედავ სევდიან ადამიანს, ვეუბნები: იცით, თქვენ ღიმილი დაგივარდათ...“
11. რა დროს არის ადამიანი მარტოსული?
როდესაც სულ მარტოა... ან, უფრო უარესი - არის მათთან, ვისთანაც საერთო არაფერი აქვს...
12. რა თვისებები გიყვართ ადამიანში?
გულწრფელობა, თანმიმდევრულობა, სიხალისე, ინტერესი ახლისადმი.
13. ადამიანთან ურთიერთობისას რა გიქმნით ხოლმე დიდ კომფორტს?
გულწრფელობა.
14. გამიზიარეთ თქვენი საყვარელი ფრაზა, ციტატა
„ ესეც გაივლის...“
15. რა არის ადამიანის ყველაზე დიდი მეგობარი ცხოვრებაში?
ვინ - თვითონ.
Commenti