✍️ ინტერვიუ / გიორგი ხატიაშვილი
❓ ადამიანებს აკლიათ...
სიყვარული და გულის ყურით მოსმენა ერთმანეთის.
❓ როდის იხსნება დიდი შესაძლებლობები?
ინდივიდუალურია, ვინ როდის გახსნის შესაძლებლობების ოქროს სკივრს. ზოგადად, 37 წლის შემდეგ გვაქვს იმ შესაძლებლობებთან წვდომა რაც დავაგროვეთ, და მათი სიდიდე თუ რაოდენობა ჩვენზეა დამოკიდებული, რა
ვისწავლეთ მანამდე.
❓ საკუთარ თავში არ უნდა ვებრძოდეთ...
განვითარების პროცესს, თუნდაც იმის შიშით რომ რამე გვეტკინება.
❓ უნდა ვუფრთხილდებოდეთ...
ადამიანს ჩვენში. და არ წავიდეთ კომპრომისზე ამორალურობასთან. რაც პირდაპირი მნიშვნელობით დამანგრეველი ძალაა ფსიქიკისთვის.
❓ რას უნდა ვასწავლიდეთ შვილებს პირველ რიგში?
საკუთარი თავის ფასს.
❓ რას მიხვდი ყველაზე მნიშვნელოვანს?
არავინ არის ვალდებული ჩემს წინაშე.
❓ რა გიყვარს ადამიანში?
ადამიანში მიყვარს ადამიანი. ის რაც ჩაიფიქრა ბუნებამ მასში.
❓ საყვარელი ფრაზა...
✨ ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი.
George Khatiashvili / Master of Arts in Psychoanalysis
Comments