top of page

Interview: Gia Wiklauri

"მშვენიერი ხარ. გაიღიმე, რადგან სიცოცხლე - სინათლის და სიყვარულის უსასრულო ზეიმია"

✍️ ინტერვიუ / Gia Tsiklauri


❓ მე რომ მოწყენილი ვიყო, რას მეტყოდი?


მშვენიერი ხარ. გაიღიმე, რადგან სიცოცხლე - სინათლის და სიყვარულის უსასრულო

ზეიმია


❓ როგორ ადგენ, სწორ გზაზე ხარ თუ არა?


ჯერ ჩემს წარმოსახვაში მოვირგებ იმ ახალ სიტუაციას, რომელშიც მინდა რომ აღმოვჩნდე. თუ წარმოსახვაში მე ვღებულობ ამ სიტუაციას, თუ კარგად ვგრძნობ თავს, თუ ჩემი შინაგანი ხმა არ მიქმნის დისკომფორტს, მაშინ ეს სწორი არჩევანია. თუ ვიგრძენი დისკომფორტი, და ამას ვერაფერს ვუხერხებ, ვერ ვიცილებ, მაშინ ეს გზა მცდარია. თუ მე ამ გზით წავალ, მაშინ მე ვძალადობ ჩემს თავზე, რაც მე ვერ მაგრძნობინებს თავს ბედნიერ ადამიანად.


❓ რისი გეშინია ყველაზე მეტად?


უზნეო ავანტიურისტების ხელში აღმოჩენილი ძალაუფლების


❓ რისი გჯერა გულის სიღრმეში?


მჯერა, რომ ბნელი ღამის შემდეგ აუცილებლად გათენდება


❓ რა ასაკში ინატრებდი ახლა თავს და რას გააკეთებდი?


იყოს ისე, როგორც არის


❓ რას „მიხვდით“ ცხოვრებაში?


შენი ცხოვრება იქნება მშვენიერი, თუ შენ იცი რა გინდა, თუ შენ ეს მოინდომე და თუ არასდროს დანებდები.


❓ თქვენი საყვარელი ფრაზა


✨ მე მწყალობს ღმერთი✨




17 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page