✍️ ინტერვიუ / გიორგი ყანჩაველი
❓ რა არის შენში აუხსნელი?
როგორ მოვედი აქამდე?!
საიდან მოტივაცია? შემართება? როგორ მივიღე ის გადაწყვეტილებები რაც ძალიან გარდამტეხ მომენტებში მივიღე, იმ პერიოდში იმ გადაწყვეტილებებისთვის სრულიად გამოუცდელმა....
გამიმართლა? თუ?
❓ რა მოაქვს ძალისხმევას?
შედეგი! შედეგს თავდაჯერებულობა და შესაბამისად, თავდაჯერებულ ძალისხმევას უფრო მეტი შედეგი და საბოლოოდ უკვე ისეთი წარმატებული ამბები, შენც რომ ვერ წარმოიდგენდი ძალისხმევის პირველ დღეს!
❓ რისი გამოხატვა გსურს?
ადამიანებს მეტი თავისუფლება უნდა მისცე!
თავისუფლება მოდის ცოდნით, ბევრი მცდელობით, ექსპერიმენტით, გამოცდილებით...
❓ რას ამბობ შენი არსებობით?
შევქმენი შესაძლებლობები სხვებისთვისაც!
რითიც ზოგი თავის საქმეს იპოვის, ზოგი თავის გზას, ზოგი თავისუფლებას, ზოგი კიდევ რამე სხვას!
❓ რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული?
შემეძინა თვითრწმენა და თავდაჯერებულობა!
❓ რას აფასებ ადამიანებში?
სხვაში დადებითის ძიების და მისი რეალიზების ხელშეწყობის უნარს! იშვიათად აქვთ ადამიანებს და ვისაც აქვს, დიდებულია!
❓ რა არის საბრძოლველი?
თავისუფლება! ამაზე გადის ბევრი რამ!
❓ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც შენს ცხოვრებაში მიხვდი?
ყველაფერი შენზეა დამოკიდებული!
ამის შემდეგ სხვა ძალით, ენერგიით, შემართებით იწყებ ფიქრსაც და ქმედებასაც.
❓ როდიდან ხდება ცხოვრება ყველაზე საინტერესო?
ცვლილებებს რომ იწყებ! ნებისმიერი მასშტაბის ცვლილება ახალ საინტერესო ამბებს გპირდება. ესეა!
❓ რას უმეორებ ხოლმე საკუთარ თავს ხშირად?
ხშირად ვაჯერებ თავს რომ გამომივა, რასაც ვაკეთებ ან რასაც ვფიქრობ! 😊
❓ რისი გწამს?
შინაგანი ძალის!
მგონია რომ ყველას აქვს ეს ძალა და საჭიროა მისი პოვნა და გაღვიძება, და შესაბამისი მიმართულებით მიმართვა რომ შეცვალო უკეთესობისკენ ნებისმიერი საკითხი.
❓ ვინ არის ადამიანისთვის საუკეთესო მეგობარი?
ვისაც არაფრის სანაცვლოდ სჭირდება შენთან ურთერთობა!
❓ გაიხსენე სიტყვები, რამაც შთაგაგონა...
ილიას სიტყვები:
კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?
❓ ერთ მშვენიერ დღეს.....
✨ ერთ მშვენიერ დღეს ისევ შევქმნი საგანმანათლებო ცენტრს!
❓ მარადიული ის არის მხოლოდ....
✨ მარადიული ის არის მხოლოდ რასაც სხვა დაიმახსოვრებს!
Giorgi Kanchavel / Trainer, Enterpreneur & Project Manager
Comentários