top of page

Interview: Giorgi Lobjanidze

Updated: Jun 4, 2021

✍️ ინტერვიუ / გიორგი ლობჯანიძე


❓ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ


ყველაფერი დროებით ეძლევა და იცოდეს რისთვისაა მოვლენილი.


❓ ნამდვილი სიყვარული...

სამი ნაწილისგან შედგება: 1. ფიზიკური ლტოლვა; 2. მენტალური ლტოლვა; 3. ღვთაებრივი, ზეციური ლტოლვა. ადამიანი, როცა შეხებამდე იგრძნობს პარტნიორს, მაშინ იქნება ის მისი რჩეული.

❓ როდესაც რამე არ გამოდის...

დასვით კითხვა: იყო საჭირო რომ გამოსულიყო? ან ვიყავი კი ამის ღირსი? ადამიანს, რომელსაც ტაქტიკა არ აქვს შემუშავებული - ყოველთვის განწირულია ბრძოლისთვის.

❓ მიხვდი, რომ...

მარცხი ყოველთვის საჭიროა ადამიანის წარმატებისთვის.

❓ იმან გაიმარჯვა, ვინც...

ემოციებს და ვნებებს სძლია.

❓ რა არის ჩვენზე დამოკიდებული? რა შეგვიძლია?

ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. რას შევქმნით, როგორ ვიარსებებთ, რაც აქვს ადამიანს ჩაფიქრებული იმას უწევს რეალიზაციას, ამიტომ დავფიქრდეთ და მივხვდებით, რომ საჭეს ჩვენ ვმართავთ.

❓ ბედისწერის გჯერა?

ჩვენ თავად ვქმნით ბედისწერას და რასაც ვთესავთ, იმას ვიმკით.

❓ რას ფიქრობ, ხდება ოცნებები?

ნებისმიერი ოცნების ასრულება შეიძლება, მაგრამ კითხვა უნდა დავსვათ: რას ვაკეთებთ ამისთვის?

✨ „იფიქრე, დაე შენმა ნაბიჯებმა მოგიტანონ შედეგი“.



გიორგი ლობჟანიძე / ასტროლოგი



67 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page