"ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე,რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ"
ინტერვიუ / გიორგი 28 წლის
- რისი გეშინია?
ადამიანები კვდებიან და არაფერია სტაბილური. მეშინია მარტო დარჩენის, არავინ მეყოლება მომვლელი. ვინც მინდოდა, არავის ვეყვარები, ისე როგორც ალგაზრდობაში. დავრჩები იმედგაცრუებული და ასე მოვკვდები
- როდის ხარ ხოლმე ყველაზე ბედნიერი?
როცა არ ვღელავ მომავალ დღეზე, რა იქნება შემდეგ. სიმშვიდეს მოაქვს ბედნიერება
- რას მოაქვს შინაგანი სიმშვიდე?
თავისუფლებას, ეს წარსულის ბორკილებისგან თავის დახსნაა
- შეკითხვა, რომელიც სულ გაინტერესებს
ყველა და ყველაფერი უკვე მისაწვდომია და არაფერია დამალული, ყველაფერი კარგის მიღება შესაძლებელია ყოველთვის, რატომ ირჩევს ადამიანი განადგურებას
- რას ეტყოდი ადამიანს ვისაც საკუთარი თავი არ უყვრას?
ალბათ დაავიწყდა, ამიტომ გაიხსენოს პირველ რიგში ვინ არის თვითონ
- საყვარელი ლექსიდან ნაწყვეტი..
ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.
წინ მეშლება მე ოცნების არე, მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.
Comments