"სიყვარული ნებისმიერ ორ უკიდურესოდას ათანხმებს"
✍️ ინტერვიუ / Giorgi WhiteCrane
❓ შეკითხვა ინტერვიუს წევრებისგან - ვინ ხარ შენ?
სოციალურ ასპექტში - იოგას მასწავლებელი და სიყვარულის გამავრცელებელი. ფილოსოფიურ ასპექტში - ყველაფრის ნაწილი და ყველაფრის საწყისი. მე ვარ მიზეზი.
❓ რამ გიბიძგა ძიებისკენ?
ინტერესი იყო დაფარულისადმი, უცნობისადმი. მერე იყო იმედგაცრუება, როცა აღმოვაჩინე რომ ცხოვრება და სოციალური თამაშები ტყუილი ყოფილა, რეალური არაფერი დამხვდა.
❓ რა მომენტში გააცნობიერე რომ შენში არსებობს რაღაც შენზე მეტი?
ლოცვის დროს. ვიცოდი რომ რაღაც უფრო დიდი არსებობდა, და მასთან კონტაქტი ყველას შეეძლო.
❓ რა გაინტერესებს ყველაზე მეტად?
ჩემი ცხოვრება როგორც კოსმიური თავგადასავლის ნაწილი. ჩემი გზა რომელსაც გავდივარ საკუთარ სულამდე, მაინტერესებს, მაინტრიგებს . ეს არის ყველაზე დიდი გასართობი ჩემთვის.
❓ როგორ ექცევი იმ ადამიანებს, ვინც არ მოგწონს?
ვუმეორებ ჩემს თავს, რომ მეც ისეთი ვარ ზუსტად. ჩემი შესაფასებელი არაა სხვა ადამიანი. ამის მერე ვცდილობ სიყვარულით ავივსო მისდამი.
❓ რისი გადალახვაა ადამიანისთვის ყველაზე რთული?
1. როცა გგონია რომ ყველაზე კარგად გესმის ან იცი რაღაც. 2. საკუთარი ნების მოპოვებაა ყველაზე საჭირო და რთული, ანუ ნებისყოფა, დისციპლინა.
❓ წარმატებაა..
რაც გინდოდა, რისთვისაც შრომობდი ის რომ გიახლოვდება
❓ ადამიანად ყოფნაში ყველაზე ტკბილია..
საშუალება, რომ ვიყო აბსოლიტურად უნიკალური. არავის და არაფრის მსგავსი. გავიარო ჩემი გზა, სადაც არავის გაუვლია აქამდე.
❓ რა გიმტკიცებს რწმენას?
ჩემი ქმედებები. მოქმედება ამტკიცებს რწმენას. ჩემი თავისთვის ჩემი დაბადება დიდი მოვლენაა. ეს ნიშნავს, რომ მე გამოვედი ველზე, სამოქმედოდ.
❓ სიყვარულია..
რაც ნებისმიერ ორ უკიდურესობას, პოლარობას შეარიგებს, გააერთიანებს, შეათანხმებს.
❓ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც მიხვდი?
მივხვდი რომ ყველანი ერთნი ვართ. წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც. „სულ
ერთია“.
❓ ერთმა...
მისტიკოსმა ანგელუს სელეზიუსმა თქვა - „ ქრისტე შეიძლება ათასჯერ დაიბადოს ბეთლემში, მაგრამ ერთხელ შენს გულში თუ არ დაიბადა, მკვდარი ხარ“. - სიტყვა რომელიც გარეთაა, ჩემში უნდა დაიბადოს, განხორციელდეს, მხოლოდ მაშინ გავიგებ მე სიტყვის აზრს.
❓ საყვარელი ფრაზა
✨ “კი არ იბრძოლო, გიყვარდეს.“
Comentários