"შენ ვერ იტყვი ‘მე შენ მიყვარხარ’ თუ არ იტყვი ‘მე’-ს”.
ინტერვიუ / Guja
- რა სჭირდებათ ადამიანებს დღეს ყველაზე მეტად?
თავიანთ მოქმედებაში რომ ჩადონ აზრი და მიზანი
- რა არის ის კითხვა რაც გაინტერესებს ხოლმე?
საინტერესოა როგორ შეძლეს თავის ტვინში მყოფმა ნეირონებმა გონის წარმოქმნა, გარემოს აღქმა და გააზრება, როგორ გაჩნდა აზრი
- რისი გჯერა ცხოვრებაში?
მჯერა რომ ადამიანს შეუძლია მატერიას შეუცვალოს ფორმა.. ისე შეცვალოს მსოფლიო როგორც მოუნდება. უმნიშვმნელოვანესი იარაღი სამყაროს ცვლილებისთვის, არის მისივე გონება
- როგორ უნდა ეძებდეს ადამიანი თავის თავს?
ძიების პროცესი საკუთარი გრძნობებისთვის და ინსტინქტებისთვის მინდობაა. იმის კეთება რაც მოგწონს და ამავე დროს უნდა გართობდეს
- რას ფიქრობ დამცირებაზე?
დამცირებას მუდმივად იტანენ ისინი ვისაც ჰგონია რომ თავად არ არიან ღირებულები. ადამიანს, რომელსაც ამცირებენ, თავად აქვს გადასაწყვეტი, აიტანს თუ არა
- რას ეტყოდი ადამიანს ვისაც საკუთარი თავი არ უყვარს?
ადამიანის ყველაზე ძვირფასი კაპიტალი და საკუთრება მისი უნიკალური სხეული და გონებაა. აინ რენდს აქვს ნათქვამი: “შენ ვერ იტყვი ‘მე შენ მიყვარხარ’ თუ არ იტყვი ‘მე’-ს”.
Comments