top of page

Interview: Iago Khvichia

Updated: Jun 4, 2021

✍️ ინტერვიუ / იაგო ხვიჩია


✨ არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა შენ გაგიკეთონ.


❓ ნებდებიან ადამიანები..


როდესაც საკუთარი თავის რწმენას კარგავენ.

❓ რისი გჯერა გულის სიღრმეში?

მჯერა, რომ ადამიანს ეკუთვნის საკუთარი სხეული და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია რაში გამოიყენებს მას.

❓ რა არის სიცოცხლეში მშვენიერი?

თავგადასავლები.

❓ რა აკლიათ ადამიანებს?

თავდაჯერება. ამიტომ დასჭირდათ ზეციური სამყაროს მოფიქრება.

❓ როგორია მშვენიერი ადამიანი?

თავისუფალი.

❓ რა გგონია ყველაზე გამამხნევებელი სიტყვები?

მშვიდად იყავი, შენ მართალი ხარ!

❓ რა არის შენში განსაკუთრებული?

ადვილად არ ვნებდები.

❓ რას ეტყოდი მას, ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას?

სანამ ნაბიჯს გადადგამ, ყოველთვის იფიქრე შედეგებზე, ეცადე ყველა რისკი გაითვალისწინო, მაგრამ თუ ამის მიუხედავად მაინც ყოყმანობ, გადადგა თუ არა ეს ნაბიჯი, სჯობს გადადგა. შეიძლება წააგო, სამაგიეროდ, გეცოდინებათ რომ გაბედე.

❓ მითხარი შენი საყვარელი ფრაზა?

✨ არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა შენ გაგიკეთონ.


იაგო ხვიჩია / იურისტი; პოლიტიკოსი


114 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page