top of page

Interview: Irakli Svanidze

"თუ რაღაც თავს გაგრძნობინებს უბედურად, ეს მხოლოდ შენი საქციელები და ფიქრებია"

ინტერვიუ / ირაკლი 26 წლის


- გინდა საინტერესო ადამიანი იყო?


ცხოვრება მინდა საინტერესო..


ბედისწერის გჯერა?


არა. ბედისწერა რომ არსებობდეს არავის არ დასჭირდებოდა საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება, ის მაინც მოხდებოდა რაც არ უნდა გაგვეკეთებინა


უბედური რომ ვიყო რას მირჩევდი?


თუ რაღაც თავს გაგრძნობინებს უბედურად, ეს მხოლოდ შენი საქციელები და ფიქრებია


- რეინკარნაციის გჯერა?


კი, ის ენერგია, რასაც ჩვენ სულს ვეძახით იწყებს მოგზაურობას ყველაზე სუსტი სხეულიდან და აღწევს უზენაესს ადამიანის ორგანიზმს, რის შემდეგაც უერთდება იმ დიდ ენერგიას რასაც ჩვენ სამოთხეს ვუწოდებთ


- როგორ ფიქრობ წინა ცხოვრებაში რა იყავი?


ალბათ ძალიან სუსტი არსება, რადგან ამ ცხოვრებაში სულ ბრძოლა მიწევს. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რაც იმ დიდი ენერგიის ნაწილს გამხდის, რასაც სამოთხეს ვეძახით


- როგორი წარმოგიდგენია სამოთხე?


უზარმაზარი და უსასრულო სივრცე, სადაც სიმშვიდეა და არავის არსად არ ეჩქარება


- როგორი გოგოები მოგწონს?


გამხდარი სწორი ტანით, საშუალოზე ოდნავ მაღალი სიმაღლის, თვალები უნდა ქონდეს აუცილებლად ღრმა და გრძელი თმები, ძალიან გრძელი თმები




21 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page