top of page

Interview: Irina Demetrashvili

"არ არსებობს გადამწყვეტი მომენტი"

✍️ ინტერვიუ / Irina 21 წლის


❓ როდის ხარ ხოლმე ყველაზე კარგად?


როცა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ როგორ გავატარო თავისუფალი დრო. „რაღაც მაქვს გასაკეთებელი-ს“ ფიქრის გარეშე.


❓ რა არის შენთვის ბედნიერება?


ყველაფერი მქონდა იმისთვის რომ ბედნიერი ვყოფილიყავი, ცხოვრების არც ერთ მნიშვნელოვან ასპექტში არ მქონდა პრობლემა, მაგრამ მაინც რაღაც მაკლდა. რაღაც არა, ვიღაც. ბედნიერი ვარ, როცა მყავს ადამიანი, რომელიც გვირგვინივით ამშვენებს ჩემს ბედნიერებას. როცა ეს გვირგვინი არსებობს, ფოთლების შრიალიც, ბალახის ბიბინიც, მზის სხივებიც და ჩიტების ჭიკჭიკიც მაბედნიერებს.


❓ რას ვერ ეგუები?


ვერ ვეგუები ჩარჩოებს, საზღვრებს, რომელსაც გაურკვეველი ადამიანები აწესებენ და სხვები თვალდახუჭულები ემორჩილებიან. ეს მაწუხებს, მინდა რომ თავისუფლების გემო უყვარდეს ყველას.


❓ ცხოვრების რა ეტაპი გგონია გადამწყვეტი?


არ არსებობს გადამწყვეტი მომენტი. არც მეორე ნახევრის არჩევაა გადამწყვეტი, არც პროფესიის არჩევა და არც სხვა მსგავსი საკითხები, რომელსაც გადამწყვეტს ეძახი. ვფიქორბ, როგორც აირჩევ ისევე გადაირჩევ.


❓ საკუთარი გამოცდილებიდან რისი გაზიარება შეგიძლია ჩემთვის?


მოლოდინი არ უნდა შეიქმნა არასდროს არაფრის, არავის მიმართ, ასე ბევრ იმედგაცრუებას აარიდებ თავს.


❓ რა არის შენთვის ამოუხსნელი, რა გაინტერესებს?


🔥 რა ხდება სულ სულ ბოლოს..


❓ რისი გჯერა გულის სიღრმეში?


✨ რაც არ უნდა ცუდი, რთული და არასასურველი რამ ხდებოდეს, გულის სიღრმეში

სულ მჯერა რომ უკეთესობისთვის ხდება




18 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page