top of page

Interview: Irma Kacharava

Updated: Dec 6, 2023

✍️ ინტერვიუ / ირმა კაჭარავა



☀️ისწავლეთ ყველასგან, მაგრამ ნურავის მიბაძავთ.


❓ გამაცანი შენი პიროვნება, როგორ დაახასიათებდი?


კეთილი, მგრძნობიარე, პასუხისმგებლიანი


❓ გაქვს ცხოვრებაში რაიმე დიდი სინანული?


ბევრ რამეს ვნანობ ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე დიდი, რომელსაც დღემდე ვნანობ ლუქსემბურგში 3 წლიანი მუშაობის შემდეგ უარი რომ ვთქვი კონტრაქტის

გაგრძელებაზე და დავრბუნდი საქართველოში!


❓ რომ შეგეძლოს რას შეცვლიდი?


გავაგრძელებდი კონტრაქტს :)


❓ რას ფიქრობ ბედნიერებაზე?


ბედნიერება ბევრნაირია, რომელიც დეტალებშია, სიტყვებშია, ქცევებშია გააჩნია ვის რა ანიჭებს ბედნიერებას.


❓ სიყვარულზე?


თუ გიყვარს სიტყვებით ვერ გადმოცემ, სხვას ვერ აღუწერ იმ განცდებს, რომელსაც სიყვრული განიჭებს. არ შეუძლია ლაპარაკი, რადგან ის მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვით.


❓ როგორ ფიქრობ, ჩვენ ვწერთ ჩვენი ცხოვრების სცენარს?


ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველას გვითქვამს „ეს ბედია“ ბევრს სჯერა, რომ წინასწარ არის განსაზღვრული,ზოგი კი თვლის, რომ ჩვენ ბედს ჩვენვე ვქმნით. ალბათ ამ შემთხვევაში ორივეა!


❓ სად წყდება ჩვენი არჩევანი?


როდესაც ყვები ემოციებს და აკეთებ არასწორ არჩევანს.


❓ რა არის შენი ცხოვრებისეული მთავარი პრინციპები რასაც არ ღალატობ?


ცხოვრებაში სამი რამ არის მეტად ღირებული: მრწამსი, ნდობა და ღირსება


❓ როგორი აღმოჩნდა დიდობა?


რთული , რიგი პასუხისმგებლობებით და სირთულეებით სავსე.


❓ რას მიხვდი შენი ცხოვრების მანძილზე?


რომ ყველას არა უნდა ვენდო.


❓ გამიზიარე შენი საყვარელი ფრაზა..


ისწავლეთ ყველასგან, მაგრამ ნურავის მიბაძავთ.


❓ ასევე, გამიზიარე შენი რამდენიმე ცხოვრებისეული რჩევა..


ყველაფრის გადატანა შეიძლება ამ ცხოვრებაში, ვიდრე ცხოვრების მიზეზი გაქვს, ვიდრე ვინმე გიყვარს, ვიდრე ვინმეზე ზრუნავ და ვიდრე არსებობს ვიღაც, ვისიც გჯერა.


❓ რა გინდა რომ უთხრა საკუთარ თავს?


ბავშვობაში მეგონა რომ 30 წლის შემდეგ – სიბერე იყო... მადლობა ღმერთს, ეს მხოლოდ მეგონა :)


❓ რა გინდა რომ უთხრა ადამიანებს?


☀️ მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ რაღაც სხვანი ვართ.



------------------------------------------------------


ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:


თანთან - სიმყუდროვის კუთხე

Khelad - პატრიოტული შთაგონებით აღზრდილი ბრენდი

2Mcars - ავტოიმპორტი ამერიკიდან


Irma Kacharava


17 views0 comments

Recent Posts

See All

コメント


bottom of page