"არის რაღაც ძალა, რაც გეხმარება"
ინტერვიუ / Jaba 28 წლის
- რას ეძებ ცხოვრებაში გარდა ჩემპიონობისა?
სიყვარულს. მე ბედისწერის მჯერა..
- როგორ გესმის ბედისწერის არსებობა?
ყველა, ყოველ დღე, ყოველ წამს, თავის ცხოვრებას თვითონ მართავს, მაგრამ არის რაღაც ძალა, რაც გეხმარება ან ხელს გიშლის
- რა არის შენთვის ყველაზე დიდი ჭეშმარიტება?
საკუთარი თავის რწმენა, რომ მე შევძლებ, რომ ყველაფერი შესაძლებელია
- რა გაძლევს ამის რწმენას?
ძალა, რაც ჩემს შიგნითაა ან გარეთ, და მეუბნება უნდა გააკეთო, შენ შეგიძლია, მეც ვაკეთებ, ზუსტად გეტყვი ეგ რაცაა - სიყვარულია
- როგორ უნდა იბრძოლო მიზნისთვის?
კონცენტრაცია მარტო მიზანზე უნდა გააკეთო და ყველაფერი იოლი გახდება
- ძლიერი და მტკიცე ხასაითი რამ ჩამოგიყალიბა?
შრომამ, იმედმა, მიზანმა. არსად ვჩერდებოდი სადაც არ მომწონდა და სადაც არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს
- ცხოვრება რითაა საინტერესო?
საინტერესოა, რომ არცერთი წამი მეორეს არ გავს. სულ რაღაცას სწავლობ. ხასიათი და აზროვნება ასაკთან ერთად არ გემატება უბრალოდ უფრო გამოცდილი ხდები
- ბედნიერი ხარ?
ბედნიერი ვარ რომ რაღაც შემიძლია და ვიღაცას ჩემი იმედი აქვს
- მომეცი რჩევა შენი გამოცდილებიდან..
არ გააკეთო ის რისი გაკეთებაც არ გსიამოვნებს, დააფასე შენი შესაძელობები, იცოდე შენი თავის ფასი, მუდამ იყავი დარწმუნებული საკუთარ თავში. შენ შენი საქმე აკეთე, შესაძლებლობა და ვარიანტები ძალიან ბევრია, აქ თუ არ გაგიმართლებს, სხვაგან გაგიმართლებს. შეხედე ცხოვრებას მარტივად და აკეთე ყველაფერი მაქსიმალურად.
Comments