"უნდა „მოისევდიანო“ და მალევე გამხიარულდე"
✍️ ინტერვიუ / Keti Tateshvili
❓ გჯერა ბედისწერის?
ბედისწერის ნაკლებად მჯერა, თუმცა საბოლოოდ რომ დავფიქრდები ხოლმე ყველაფერი ისე ხდება, როგორც უმჯობესი იყო. არ ვიცი ეს ბედისწერაა თუ არა
❓ მითხარი რამე "პასუხი" რაც გასწავლა ცხოვრებამ
ერთი ფილმია (About Time) რომელშიც ერთ ჩვეულებრივ ინგლისურ ოჯახზეა მოთხრობილი. მთლიან ფილმს ვერ მოვყვები, უნდა ნახოთ. ვისწავლე რომ ადამიანებმა უნდა დავაფასოთ ცხოვრების თითოეული ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი წამი
❓ რა არის ის რასაც მიხვდი?
დრო, მართლა ყველაფრის მკურნალია
❓ რას ეუბნები ხოლმე სევდიან ადამიანებს?
სევდაც ერთ-ერთი გრძნობაა რომლის გარეშეც ვერ ვიარსებებთ, უნდა „მოისევდიანო“ და მალევე გამხიარულდე.
❓ რა დროს არის ადამიანი მარტოსული?
როცა რწმენას კარგავს.
❓ ურთიერთობისას რა გიქმნის ხოლმე დიდ კომფორტს?
იუმორი. თითქოს ყველაფერი ადვილია ხოლმე.
❓ გამიზიარე რამე ფრაზა, რაც ხშირად გახსენდება
✨ ადამიანები განსხვავებულები ვართ, შეუძლებელია ყველაფერზე შევთანხმდეთ და დავეთანხმოთ ერთმანეთს მაგრამ რაზეც აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ არის ის თუ როგორ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ ერთმანეთს
❓ რისი გჯერა გულის სიღრმეში?
🙏 რომ ყველაფერი კარგად იქნება.
Keti Tateshvili / International Law
댓글