✍️ ინტერვიუ / ხატია ჯოხარიძე
✨ „გამოხატეთ ადამიანებო სიყვარული, თორემ დაგრჩებათ ოხრად.“
❓ რაზე გწყდება ხოლმე გული ყველაზე მეტად?
მხოლოდ იმ ეტაპზე, როცა ჩემს მშობლებს ვაწყენინე.
❓ ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს რომ...
ყოველთვის ყველაფერს აქვს აზრი.
❓ ოცნების დროს...
შენს წარმოსახვაში წინასწარ ხედავ ვიზუალებს. ეს გულისხმობს სურვილს აღმატებით ხარისხში, ოცნება არ მოგვცემს მოდუნების უფლებას, რომ ოცნება ოცნებად დაგვრჩეს.
❓ რთულ პერიოდებში როგორ იმხნევებ თავს?
ვთიშავ ემოციებს და ვარწმუნებ საკუთარ თავს რომ ეს ყველაფერი მაძლიერებს, რომ წარმოდეგენაც არ მაქვს წინ ისეთი ახალი შეგრძნებები და ამბები მელოდება.
❓ დაიბადე იმისთვის, რომ...
ვიცხოვრო. ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო.
❓ ადამიანმა არ უნდა დაკარგოს..
შინაგანი მელოდიურობა.
❓ ვისაც სტიმული არ აქვს ცხოვრების, რას ურჩევდი?
დარჩეს მარტო, დახუჭოს თვალები, კითხოს საკუთარ თავს რა უნდა, შემდეგ დაიწყოს ყველა ნაბიჯის დაგეგმვა წერილობით, რა სჭირდება ამ „უნდას“. პროცესი არ მისცემს უმოძრაობის საშუალებას.
❓ როგორი ცხოვრება გგონია სწორი ცხოვრება?
მამა მასწავლიდა, რომ მიზანდასახულობას შრომისმოყვარეობასთან ერთად მივყავარ მიზნამდე, რომ სამართლიანობა ვერასდროს დამახრევინებდა თავს. სიკეთის კეთება დიდი სიამოვნებაა. ჩვენს ქცვებზე ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელნი. ადამინებში მხოლოდ კარგის დანახვა უნდა შეგვეძლოს. ჩემი ცხოვრება არის ჩემი ცხოვრება და მისთვის არსად და არასდროს უნდა გავჩუმდე.
❓ საყვარელი ფრაზა..
✨ „გამოხატეთ ადამიანებო სიყვარული, თორემ დაგრჩებათ ოხრად.“
Khatia Jokharidze / PR & Marketing Manager; Social Media Manager; Content Manager; Teacher
Comments