✍️ ინტერვიუ / ხათუნა მდინარაძე
☀️ არ არსებობს სიბნელე, არსებობს სინათლის ნაკლებობა. Სწორედ ეს “სინათლის ნაპერწკალია” ჩემი ცხოვრების მთავარი მუხტიც.
❓ როგორ ხარ?
ალბათ ისე, როგორი “ყოფნისთვისაც” მთელი ცხოვრება მივიწევდი წინ ☺️
❓ შენი ბუნება მაინტერესებს, როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს?
პერველ რიგში, საინტერესო. Არა იმიტომ, რომ კარგი ვარ, არამედ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ვუღრმავდები საკუთარ თავს და მოვლენებს, ვეძიებ, ვპოულობ, ვკარგავ, ვაანალიზებ და ვუზიარებ შემეცნებით დაინტერესებულ ადამიანებს…
❓ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
თუ კი ოცნებას ისე შევხედავთ, როგორც დინამიკას და არა - სტატიკას, მაშინ ერთი წინადადებით ასე შევაჯამებდი: ვოცნებობდი საინტერესო და შინაარსიან ცხოვრებაზე, ისეთეზე, რაც დასაწყისში აღვნიშნე, როგორი პერიოდიც ალბათ ახლა მიდგას… “Გოგოშკური” და “პრინცესული” ოცნებები არ მქონია ☺️
❓ გქონია ცხოვრებაში დიდი ფერისცვალება? 180 გრადუსიანი ტრანსფორმაცია, სადაც შეგიძლია თქვა, რომ ის ძველი ხათუნა აღარ არსებობს.
კი, და სწორედ ამ ცვლილებისგან მოხდა ჩემი “ახალი ცხოვრების” დაწყებაც, და ახალი #ნეირონული_კავშირების წარმოქმნაც, ფორმირებაც და ტკბობაც.
5 ეტაპად დავყოფდი ამ გზას: ჭიდილი, გაცნობიერება გადაფასება, მიღება და შინაგანი თავისუფლების მოპოვება.
❓ როგორი ტიპის აზროვნება გაქვს? ასე მგონია ნეგატიური აზრები არასდროს გაწუხებს, ან კარგად ახერხებ გამკლავებას.
სულ ამას ვამბობ იუმორით ხოლმე, ჩვენ ადამიანები ვართ, თან გაგიკვირდებათ და მოკვდავდავი ადამიანები ☺️ შესაბამისად, ნეგატივიც არსებობს ჩემში და პოზიტივიც. Განსხვავება მხოლოდ ერთია, არ ვაგდებ ამ ნეგატივებს უკან, პირიქით-ვიღებ, ვიმეცნებ, ვამუშავებ, როგორც ძალიან დიდ რესურსს და ძალას, გადამაქვს საქმეში და ვაძლევ დადებითად რეალიზების საშუალებას.
❓ გამიზიარე შენი საიდუმლო ცხოვრებასთან დაკავშირებით, შენი რამდენიმე მიგნება თუნდაც, ფორმულა თუ გაქვს.
საწყისი მთლიანობის აღდგენას მოაქვს ჰარმონია (ამ საწყის მთლიანობაზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, ოღონდ სხვა დროს და სხვა ფორმატში)
Სამყარო არც კარგია და არც ცუდი, ის უბრალოდ არსებობს, თან საინტერესოდ არსებობს. შენ უბრალოდ უნდა აყვე მის “თამაშებსა” და გამოწვევებს.
Გამოსავალი ყოველთვის ცნობიერების მატებაშია.
Ყველა ადამიანში არსებობს “ღვთიური ნაპერწკალი”, რომელსაც პოვნა და გაღვივება სჭირდება.
Ყველა საქმეში რაღაც საწყისი ალგორითმია, რომელიც სამყაროს ენაზე გესაუბრება და უნდა მიაგნო თუ გინდა, რომ მიაღწიო წარმატებას ან უბრალოდ სასურველ შედეგს!
❓ როგორ იმხნევებ ხოლმე თავს?
ეტაპია, გაივლის და შექმდეგი ეტაპი ან საინტერესო ან სასიამოვნო იქნება…
❓ რა არის შენთვის მოტივაციის წყარო?
ჩემი შინაგანი სამყარო, მოძრაობა განვითარებისკენ და ადამიანების სიყვარული.
❓ რას შეუძლია შენი დამარცხება?
რადგანაც მწამს, რომ “მარცხები” ერთგვარი რესურსებია, მაშინ გამოდის, რომ ხშირად ან რესურსებს მაძლევს სამყარო ან პირდაპირ გამარჯვებამდე მივყვარ - ეს “ჩემეული” გაგება მარცხთან მიმართებაში.
Თუ კი კლასიკური გაგებით მეკითხები, ალბათ სიყვარულის ნაკლებობა იწვევს ჩემში სასიცოცხლო ენერგიების “წაღლეტვას”, ნებისმიერ სიტუაციაში მთავარი წყარო სიყვარული და შემეცნებაა ჩემთვის.
❓ რა არის შენი ძლიერი მხარე? რომ მომიყვე.
შემტევი ხასიათი მაქვს, სურვილები პირდაპირ განზრახვაში გადამაქვს და არ ველოდები გარემოს.
Თავად ვიწყებ ცვლილებებს და არ ველოდები სხვებისგან “ტაშის დაკვრას”. თუ მიყვარს, მწამს და ამ ყველაფერს მოაქვს საყოველთაო სარგებელი, უბრალოდ ვაკეთებ და მოლოდინებს არ ვიქმნი, რომ დამიფასებენ.
Სულ ვვითარდები და უკვე ვეღარც ვჩერდები :)))
Რესურსებს ყოველთვის საკუთარ თავში ვპოულობ და ვცდილობ მაქსიმალურად მივცე პრაქტიკული ხასიათი ამ ყველაფერს.
Და ბოლოს, შემეცნება და სიყვარული. ასე მგონია, ჩემსავით არავის უყვარს და ჩემსავით არავის აინტერესებს! (ნუ, ცოტას ვაჭარბებ შესაძლოა, თუმცა შინაგანი აღქმა ასეთი მაქვს) ☺️
❓ შენი პიროვნებიდან გამომდინარე, მითხარი რამდენიმე პრონციპი, რასაც არ გადახვალ ცხოვრებაში.
ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთგული ადამიანი!
Ყოველთვის დავიცავ საკუთარ ღირებულებებს!
Ჩემთვის მთავარი ღირებულება ადამიანია და მერე სხვა დანარჩენი!
Ყოველთვის დავეხმარები შემეცნებით დაინტერესებულ ადამიანებს!
იმას, რასაც ავიღებ საკუთარ თავზე, 100%-იანი პასუხისმგებლობით მივუდგები!
❓ კარგად ან ცუდად ყოფნა, გემოვნების ამბავია?
არა მხოლოდ… ცხოვრებაში ყველას უნდა კარგად იყოს, უბრალოდ, ზოგი ახერხებს, ზოგი - ვერა. Ამიტომაც ამ ყველაფერს სწავლა უნდა, ცხოვრება ისე ისწავლება, როგორც მათემატიკა, Ალგორითმები და ფორმულებია, რომელიც უნდა ამოხსნა და მიიღო სიამოვნება.
❓ დაასრულე ფრაზა: ეს ცხოვრება არის... ისეთი როგორიც არის, მოძრავი და საინტერესო, მთავარია უპოვო გასაღები…
❓ დაასრულე ფრაზა: ერთ მშვენიერ დღეს... აუცილებლად მიხვდები, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცვლილება და გაცნობიერება…
❓ დაასრულე ფრაზა: ვისურვებდი, რომ.... ბედნიერი ადამიანების გარემოცვაში ვცხოვრობდეთ.
❓ მითხარი შენი საყვარელი ფრაზა..
არ არსებობს სიბნელე, არსებობს სინათლის ნაკლებობა. Სწორედ ეს “სინათლის ნაპერწკალია” ჩემი ცხოვრების მთავარი მუხტიც.
❓ რას ეტყოდი ადამიანებს? სამყაროს?
☀️ მესმის შენი (თქვენი) და გყვარობთ!😊 ♥️
ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:
Khatuna Mdinaradze
Comments