✍️ ინტერვიუ / ლადო აფხაზავა
❓სადამდე უნდა დავთმოთ საკუთარი თავი?
გულმა უნდა გიკარნახოს რასაც აკეთებ, გულს უნდა გაუხარდეს სხვისი გულისთვის გაღებული მსხვერპლი. თუ შენს გულს ახარებს, ვფიქრობ, კარგი ადამიანი სწორედ მაშინ ხარ.
❓ რას ხედავთ როცა ბავშვებს უყურებთ? რა ისწავლეთ მათგან?
ვხედავ ღმერთს. ვისწავლე თავისუფლება.
❓ თუ უთქვამს ვინმე ბავშვს ისეთი სიტყვები რაც გულში ჩაგრჩათ?
ჩემი მოსწავლე ლევანიკო წაიქცა, წამოდგომაში მოვეხმარე და ჩავეხუტე, ტიროდა და მითხრა: „მას, მე არ ვარ სრულფასოვანი ადამიანი". ეს იმიტომ თქვა , რომ მშობლებთან არ იზრდებოდა და სიყვარული აკლდა. ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ ყველა ბავშვი დედასთან და მამასთან უნდა იზრდებოდეს.
❓ რა არის ცხოვრებაში საინტერესო?
ცხოვრებაში ყოველთვის, ყოველ დღე, შეიძლება ახალი ცხოვრების დაწყება. სწორედ ეს არის საინტერესო - შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
❓ რისთვის ვიბადებით, როგორ ფიქრობთ, რა გვევალება?
სიცოცხლისთვის ვიბადებით და სწორედ სიცოცხლე გვევალება.
❓ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მიხვდით?
მივხდი იმას , რომ შეცდომებით უფრო მეტი ვისწავლე , შრომით უფრო მეტი მოვიგე და ტკივილით უფრო გავძლიერდი.
❓ რა არის თქვენი ოცნება?
ოცნებას მოქმედება მირჩევნია, ასე რომ, ვმოქმედებ და არასდროს ვოცნებობ
❓ სიკვდილზე ფიქრისას რას გრნძნობთ ხოლმე?
ქართველებს ერთი საოცარი სიტყვა გვაქვს გარდაცვალება, რაც გამორიცხავს სიკვდილს. ჰოდა, ერთხელ ხომ გარდავიცვალეთ - დედის მუცლიდან გარეთ გამოვედით, წყლიდან ჰაერზე დავიწყეთ ცხოვრება, რომელიც არავის არ გვახსოვს. ჰოდაც რა გრძნობა უნდა მქონდეს, როცა არ მახსოვს, როგორია გარდაცვალება.
❓ რა სჭირდებათ ბავშვებს?
სიყვარული.
❓ ორიოდე სიტყვა სიყვარულზე...
სიყვარულისთვის შეიქმნა ადამიანი. ჰოდა, უფრო მეტად უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი, რადგან ცოტა დრო გვაქვს ცხოვრებისათვის, გამარჯვებისთვის, შრომისთვის, სწავლისთვის, თავისუფლებისთვის.
❓ გამიზიარეთ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება...
✨ "როცა ვინმე ტალახს გესვრის ზურგს უკან, იცოდე, რომ მის წინ დგახარ და უკან არ მიიხედო, გააგრძელე სვლა წინ."
Comentarios