"ოჯახი რომ უნდა შექმნას, და მინიმუმ ერთი ხე დარგოს, მაგაზე მეტი.."
✍️ ინტერვიუ / Lasha Abramidze
❓ შეკითხვა ინტერვიუს წევრებისგან ‘ვინ ხარ შენ’
იდეალური პასუხი მაქვს ამ კითხვაზე - რეპერი.
❓ რა არის ადამიანის დანიშნულება?
ოჯახი რომ უნდა შექმნას, და მინიმუმ ერთი ხე დარგოს, მაგაზე მეტი..
❓ სეზონი..
შემოდგომაზე ბუნებაც და ადამიანებიც უფრო ლამაზები არიან
❓ რა ქნას ადამიანმა?
შედგეს. ბევრი შრომით და მინიმუმამდე დაყვანილი სიზარმაცით. განურჩევლად პროფესიისა.
❓ ცხოვრების გამოცდილებამ რას მიგახვედრა?
რომ არსებობს კეთილი და ბოროტი..
❓ რა ფერია სიყვარული?
სიყვარული რაიმე კვასკვასა ფერია, აი მაგალითად, მკვეთრი წითელი ფერი ასოცირდება სიყვარულთან, ძალიან ლამაზიც რომაა, ძალიან საშიშიც და ყველაფერი "ძალიან".
❓ ადამიანებში..
ვაფასებ სინამდვილეს.
❓ რას ნიშნავს განშორება?
ყველაზე ცუდი, ყველაზე დამანგრეველი, რასაც შეუძლია შენი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე იმოქმედოს.. აი ეს არის განშორება...
❓ სიკვდილი..
ბოლო წლებია მე თვითონ მიკვირს იმდენს ვფიქრობ სიკვდილზე, მეშინია ძალიან.
❓ ფრაზა შენივე ტექსტიდან..
✨ „თითქოს შვებამ იხმო შვებულება“
Comments