"შეყვარების მერე ყველაფერი ლაგდება.. და ლამაზდები"
ინტერვიუ / Lela
- რისი გეშინია ცხოვრებაში?
რის გამოსწორებასაც ვერ შევძლებ, ვერ შევცვლი და შეგუება მომიწევს
- რისი გწამს გულის სიღრმეში?
მჯერა, არც ერთი ადამიანი და სხვა სულიერი არსებები არ ჩნდებიან ჩვენს ირგვლივ შემთხვევით. თითოეული ქმედება, ყველაფრისგან მიღებული განცდა არის გამოცდილება
- როგორ უნდა ეძიებდე, როგორ უნდა მიხვდე რისი ნიჭი გაქვს
თუ იცი რისი ნიჭი გაქვს, იცი რა გაბედნიერებს, მეორე საკითხია - რამდენად შეგიძლია ამის კეთება, რამდენად გიწყობს ხელს გარემოებები
- როგორ უნდა ირწმუნო საკუთარი თავის და როგორ უნდა გიყვარდეს?
მესმის იმ ადამიანების ვისაც არ უყვარს საკუთარი თავი, ეგ პერიოდია. გარემო, სადაც კომფორტულად გრძნობ თავს, საინტერესო ამბები, როცა ხვდები რომ მარტო არ ხარ, და
ნელ-ნელა იწყებ საკუთარი თავის შეყვარებას
- მერე რა ხდება?
ეს სასიამოვნო პროცესი და პერიოდია, შეყვარების მერე ყველაფერი ლაგდება, და ლამაზდები <3
- საყვარელი ფრაზა...
“წარმატება შრომაა და არა შედეგის მიღება. ის ცდაშია და არა ტრიუმფში. წარმატება პიროვნული სტანდარტია, ის ჩვენი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციაა. თუ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია წარმატებულები ვართ” ზიგ ზიგლარი
Comments