top of page

Interview: Lika Ghibradze

"გაეცი ის რაც თავად გაკლია და მიიღებ სიყვარულს!"

ინტერვიუ / Lina gibradze


- რას იმსახურებენ ადამიანები?


მეორე შანსს. რაც საკუთარი თავისთვის მინდა სხვისთვისაც მინდა


- დღის განმავლობაში რა გაბედნიერებს?


დილაობით, საათნახევარი ვმგზავრობ. გზა დღის ყველაზე კარგი ნაწილია. ყველაზე თავისუფალი ვარ გზაში..


- როგორ ეძებ ბედნიერებას?


ბედნიერების ძებნაში სახლიდან წამოვედი, ხშირად ვხედავ ერთი და იგივე სიზმარს. თითქოს მელოდება ყველა ის ადამიანი ვისაც ისეთი ვუყვარვარ როგორიც ვარ


- რას ისურვებდი?


მინდა გავიცნო ისეთი ადამიანები ვინც სხვებს გიჟები ჰგონიათ


- მირჩიე რამე


გაეცი ის რაც თავად გაკლია და მიიღებ სიყვარულს!


- რას მიხვდი?


მივხვდი ცხოვრებას შენობასავით ვერ ააშენებ,ზედმეტად არ უნდა ჩაერიო


- ახლა როგორ გრძნობ თავს?


მარტოსულად.. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ცარიელი სახლი ვარ სადაც გუშინ ღამე

დიდი წვეულება იყო და გათენებისას ყველა თავის გზაზე წავიდა




29 views0 comments

Recent Posts

See All

Комментарии


bottom of page