top of page

Interview: Lika Okhanashvili

✍️ ინტერვიუ / ლიკა ოხანაშვილი


როგორ ხარ, რა ხდება შენს ცხოვრებაში, როგორ აღწერდი.


ყოველი დღე სავსეა გამოწვევებით და ყოველდღე ვცდილობ, ახალი შესაძლებლობები შევქმნა, მათ შორის, ჩემი ორგანიზაციის მომხმარებლებისთვის. ამიტომ, თითოეული დღე განსხვავებული და გამოწვევებით სავსეა.


მომიყევი პატარა ლიკას შესახებ რაიმე, მომიყევი შენს ბავშვობაზე.


სწავლა ბავშვობიდან მიყვარდა. როგორც მეუბნებიან, 2 წლის ასაკში უამრავი ლექსი ვიცოდი, აქტიური ბავშვი ვიყავი, მოუსვენარი. ბავშვობიდან მიყვარს სირთულეები.


ახლა როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს, როგორი ხარ?


ამ კითხვაზე პასუხს ყოველთვის ვტოვებ, რადგან ჩემი თავის დახასიათება ყოველთვის მიჭირს. მთავარი ის არის, როგორ გხედავენ სხვები.


რა მოგწონს საკუთარ თავში და რა გაქვს დასაძლევი?


მომწონს ის, რომ არ მეშინია სირთულეების.


ყველაზე მეტად რისი მადლიერი ხარ ცხოვრებაში?


თავად ცხოვრების და ღმერთის.


როგორ აღწერდი ცხოვრებას? როგორია შენთვის..


ამ კითხვას ომარ ხაიამის რობაიათი ვუპასუხებ:

„ჩემი გაჩენით სარგებელი ღმერთს არ ჰქონია,

ჩემმა სიკვდილმაც რამ შემატოს, არა მგონია,

მე ძლიერ მიკვირს, ამის პასუხს არავინ მაძლევს,

ეს წასვლა-მოსვლა, მას რა მიზნით მოუგონია?!“


რა გასწავლა მნიშვნელოვანი?


ის, რომ ყველა იმედგაცრუებას შეუძლია გასწავლოს რაღაც, ძალიან მნიშვნელოვანი.


რას გინდა მიაღწიო ცხოვრებაში? რა არის შენთვის მნიშვნელოვანი, რა გამოძრავებს.


მე მინდა, ჩემი საქმიანობის შედეგით ბევრ ადამიანს დავეხმარო, ბევრის ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ. ჩემმა ორგანიზაციამ, საბედნიეროდ, ბევრი ადამიანისთვის მოიტანა დადებითი ცვლილებები და მინდა, ასეთი უფრო მეტი ადამიანი იყოს. მინდა, საზოგადოებისთვის სასარგებლო ვიყო.


რას ურჩევდი ადამიანებს?


არ დანებდნენ.


დაასრულე ფრაზა: ერთ მშვენიერ დღეს...


დღე მშვენიერი აღარ იქნება, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ის დღეები, რომელიც ლამაზი და ბედნიერია.


დაასრულე ფრაზა: ცხოვრებაში მთავარია....


საკუთარ სინდისთან მართალი იყო.


დაასრულე ფრაზა: ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ...


დავეხმარო ადამიანებს სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების.


მითხარი შენი საყვარელი ფრაზა...

„წაქცევა არ ნიშნავს დამარცხებას, დამარცხებაა, როცა რჩები იქ, სადაც დავარდი“

როგორ ფიქრობ, ოცნებები ხდება? რაზეა დამოკიდებული.


ზოგჯერ კი, ზოგჯერ - არა. დამოკიდებულია მონდომებაზე და იღბალზე. ასევე, ოცნების რეალურობაზეც.


რა გეხმარება ცხოვრებაში?


რა თქმა უნდა, ღმერთი.


რისი გჯერა?


☀️ მჯერა, რომ ყველა ადამიანში არის მინიმუმ 1 დადებითი თვისება, რის გამოც, შეიძლება გიყვარდეს.



-------------------------------------------------------------------------------

ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:

Khelad - ხელად - პატრიოტული შთაგონებით აღზრდილი ბრენდი

2Mcars - 2Mcars Georgia - ავტოიმპორტი ამერიკიდან

თანთან - სიმყუდროვის კუთხე, სახლის დეკორი



Lika Okhanashvili



76 views0 comments

Recent Posts

See All

留言


bottom of page